|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Rich List 2014-ში ორი ქართველი მოხვდა

 ახლახანს, გაზეთმა „სანდი თაიმსმა“ გამოაქვეყნა ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა მეგზური – Rich List 2014.  წლეულს იგი 26–ედ გამოიცა და მასში გაერთიანებული სამეფოს ათასზე მეტი უმდიდრესი ადამიანის შესახებ შეიტყობთ.

წელს ამ სიას 11 მილიარდ 900 მილიონი ფუნტით სათავეში უდგანან ძმები შრი და გოპი ჰინდუჯები. წლევანდელ გამოცემაში ორი ქართველი ქალბატონი მოიხსენიება: ინნა გუდავაძე და ქეთი მელუა.

პირველი გახლავთ აწ გარდაცვლილი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, რომელიც  650 მილიონი ფუნტით 155–ე პოზიციას იკავებს. იგი ბრიტანეთში მცხოვრებ უმდიდრეს ქალთა შორის  16–ე ადგილზეა და საგრძნობლად უსწრებს წინ იელენა ბატურინას(603 მილიონი ფუნტი), „ჰარი პოტერის“ ავტორს, მწერალ ჯოან როულინგს(570 მილონი ფუნტი), დედოფალ ელისაბედ მეორეს(330 მილიონი ფუნტი) და თამარა მელონს(180 მილიონი ფუნტი).

მეორე კი არის მომღერალი ქეთი მელუა, იგი გაერთიანებული სამეფოს 30 წლამდე 50 უმდიდრეს ახალგაზრდას შორის დასახელდა, რომლის ქონებაც 12 მილიონი ფუნტს შეადგენს. 

bpi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა