|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფეხბურთის გულშემატკივარი უძილობის გამო გარდაიცვალა

ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის დროს ტელევიზორთან ღამეები გაატარა, უძილობის გამო გარდაიცვალა.

25 წლის ჩინელის ცხედარი, პოლიციამ 14 ივნისს დილით, ტელევიზორთან ახლოს, ჰოლანდია - ესპანეთის მატჩის დამთავრების შემდეგ იპოვა.

ექიმებმა, ცხედრის დათვალიერების შემდეგ დაადასტურეს, რომ გარდაცვალების მიზეზი ძილის უკმარისობაა. მათი განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა გულის შეტევით, რომელიც გამოიწვია ძლიერმა დაძაბულობამ და უძილობამ.

შეგახსენებთ, რომ ჩინელები იძულებულები არიან, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უყურონ ღამე, ქვეყნებს შორის დროში დიდი განსხვავების გამო.

წყარო: /polit.ru/

"info9"

ავტორი: ნიუპრესი