|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისლები ბაგრატის რეაბილიტაციაზე და ვაჩეიშვილის პასუხები [Video]

ქუთაისში მცხოვრებთა ნაწილის აზრით, ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია უნდა შეწყდეს, რადგან თანამედროვე ტიპის ტაძარი მიუღებელია. ნაწილი კი ამბობს, რომ ის რაც კეთდება, სასიამოვნო სანახავია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე საპატრიარქოს მოთხოვნით შეჩერდა, თუმცა სამუშაოები რამდენიმე დღეში კვლავ განახლდება. ამის თაობაზე, დღეს ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა გააკეთა. ვაჩეიშვილის განცხადებით, სულ მალე საპატრიარქოს კურთხევითვე, უნდა აღდგეს ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების დამასრულებელი ეტაპი. ადგილზე მყოფი მუშები კი აცხადებენ, რომ სამუშაოები არ შეწყდება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა