|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შერჩევითი კონტროლი სტომატოლოგიურ კაბინეტებზე და გადადებული რეგულაციები

საქართველოში სტომატოლოგიურ  კაბინეტებზე  რეგულაციების დაწესება ერთი წლით გადაიდო.  რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება  პაციენტების  დაინფიცირების მაღალი რისკის გამო,  ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო.  სტომატოლოგიური კაბინეტების მფლობელები ირწმუნებიან, რომ არანაირი ინფიცირების საფრთხე არ არსებობს.  ისინი აცხადებენ, რომ  სამინიტროს აღნიშნული ინიციატივა სტომატოლოგიური კაბინეტების შემცირებისკენ არის მიმართული.

„ისევე როგორც აფთიაქები გახდა მონოპოლიური, უნდა ეს კაბინეტებიც მონოპოლური გახადონ. თუ შემოწმება უნდათ, კი ბატონო, შეამოწმონ. მაგრამ არარეალურ  მოთხოვნებს ნუ დაგვიწესებენ“, – ამბობს ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიური კაბინეტის ექიმი–სტომატოლოგი, გიორგი ლაზარაშვილი.

აღნიშნულ კაბინეტში სულ ორი სამედიცინო სავარძელი არის განთავსებული.  კაბინეტის მოცულობა 21 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ლაზარაშვილი ამბობს, რომ   მთავრობის  ინიციატივა მათთვის მისაღები არ არის. რადგან, ისინი ამდროისთვის  სამედიცინო დაწესებულებებში საჭირო  სანიტარულ ნორმებს მაქსიმალურად, ხოლო ტექნიკური  მოთხოვნებს  მინიმალურად აკმაყოფილებენ.

„ვფიქრობთ, რომ ასეთ პატარა კაბინეტებს მეტი არ უნდა მოეთხოვებოდეს. მთავარია  სანიტარული ნორმები იყოს დაცული“, – განმარტავენ სტომატოლოგიური კაბინეტების ექიმ–სტომატოლოგები.

სტომატოლოგიური კაბინეტების წარმომადგენლები  კატეგორიულად  არ იზიარებენ იმას, რომ  მათთან უფრო მეტია  ჰეპატიტების  გავრცელების საშიშროება.

***

„ახალი გაზეთის“ ინფორმაციით, ქუთაისში  სტომატოლოგიურ კაბინეტში  პაციენტების ჰეპატიტით დაინფიცირების რამდენიმე  ფაქტი დაფიქსირდა.

ფაქტი #1

„წლების წინ სტომატოლოგიურ კაბინეტში ამოვიღე  კბილი და რამდენიმე თვის მერე  B ჰეპატიტი აღმომაჩნდა. ეს მაშინ გავიგე, როცა სისხლის გაღება მინდიდა ახლობლისთვის.  ახლა ამის მკურნალობა  წელიწადი 1000 ლარი მიჯდება“, – ამბობს ქუთაისში მცხოვრები ..

ფაქტი # 2

„ღრძილების მკურნალობა დავიწყე  ერთ–ერთ  სტომატოლოგიურ კაბინეტში. ჩემს სახლთან ახლოს და ამიტომაც გადავწყვიტე იქ მისვლა. თან მკურნალობის თანხაც შედარებით დაბალი იყო.  გარკვეული პერიოდის შემდეგ მომიწია საზღვარგარეთ  წასვლა, სადაც არ მეტი არც  ნაკლები  С  ჰეპატიტი  აღმომაჩნდა. რატომღაც  მგონია ეს იმ კაბინეტიდან გადამედო“, – ამბობს  ქუთაისში მცხოვრები ..

სტომატოლოგიურ კაბნეტებში განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტები მხოლოდ მხოლოდ ჟურნალისტების მიერ გაბერილი ამბავი.

ათასი ერთხელ შეიძლება იყოს  შემთხვევა.  მაგრამ ჩვენთან სტერილური  დანადგარები და ნემსები გვაქვს, რომლებსაც გადახარშვა არ  ესაჭიროებათ“, – ამბობს  გიორგი ლაზარაშვილი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით  ადგილობრივ დონეზე მოხდა სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმება.

„იყვნენ ჩვენთან შემოწმებაზე მოსულები. ოთახი დაათვალიერეს და წავიდნენ. მეტი არაფერი უთქვამთ. ჩვენც ასე ვიცით, რომ საკითხის განხილვა ერთი წლით  გადაიდო“, – ამბობს ქუთაისში ერთ–ერთი სტომატოლოგირი კაბინეტის ექიმი–სტომატოლოგი   თიკო იობიძე.

სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობა 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ღირს. მთავარი მოთხოვნა  ექიმების ლიცენზირების საკითხი არის.

„ჩვენ ყველანი ვართ სერთიფიცირებული ანუ ლიცენზირებული ექიმები. სხვანაიარად არავინ მოგვცემდა ნებას სამედიცინო საქმიანობის განხორციელების“, – განმარტავენ სტომატოლოგიური კაბინეტებში მომუშავე ექიმები. 

###

საქართველოში ამდროისთვის არსებული  სტომატოლოგიური კაბინეტების გახსნა,   მთავრობის მიერ  2005 წელს  მიღებული დადგენილებით  მოხდა. მაშინ  სამედიცინო საქმიანობა - სტომატოლოგია ლიცენზირებად საქმიანობას არ წარმოადგენდა. 

მიმდინარე წლის 13 თებერვლის დადგენილების თანახმად, სტომატოლოგია გათვალისწინებულ იქნა ამბულატორიულად/ დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელ, მაღალი რისკის შემცველ საქმიანობათა ჩამონათვალში.

„ამავე დადგენილების მიხედვით, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის, მათ შორის სტომატოლოგიური საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულება მოწმდება შერჩევითი კონტროლით, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად“, –  განუმარტეს  „ნიუპრესს“  საქართველოს ჯანდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში  არსებული რეგულაციების სააგენტოში.

რაც შეეხება,  სტომატოლოგიური მომსახურებით გამოწვეული დაავადებების შესახებ სტატისტიკას, ამის შესახებ, როგორც სააგენტოში განმარტავენ, ინფორმაციას არ ფლობენ.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა