|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ატარებდნენ ბავშვებზე საზარელ ექსპერიმენტებს - ხრამში გადაყრილი ჩვილები და ობლები "სავარჯიშოდ"

რა მოხდა, თუ კაცობრიობის გადასარჩენად, ვთქვათ, სიმსივნისგან, საჭირო გახდება რამდენიმე შეშინებული ბავშვის უღრან ტყეში დატოვება? ან უბრალოდ სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად? გგონიათ, პასუხი ცალსახაა? ყველასთვის სულაც არა. ზოგიერთი მეცნიერი ვერაფერს ხედავს ცუდს იმაში, რომ საკუთარი კვლევებისა და დასკვნების გამო ბავშვებიც კი "გაწიროს".

უღრან ტყეში გამომწყვდეული ბავშვები
1954
წელს თურქმა ფსიქოლოგმა მუზაფერ შერიფმა იფიქრა: რა მოხდება, რომ ორ ჯგუფად დაყოფილი ბავშვები უკაცრიელ ადგილას აღმოჩნდნენ და ერთმანეთის მტრობა ვაიძულოთ? მეცნიერული ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ექსპერიმენტის გარდა სხვა საშუალება არ იცოდა და შეაგროვა ჩვეულებრივი 11 წლის ბიჭები ორ ჯგუფად. ბავშვებს სჯეროდათ, რომ საზაფხულო ბანაკში მიემგზავრებოდნენ, სადაც ელოდათ მთებზე ცოცვა, თევზაობა და ჭყუმპალაობა. აზრზეც არ იყვნენ, რომ მათმა მშობლებმა ხელი მოაწერეს თანხმობას (!) შერიფის ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, და არც იმას ეჭვობდნენ, რომ მათუ თანატოლების მეორე ჯგუფიც არსებობდა, სპეციალურად მათთან სამეტოქოდ გამზადებული.

პირველი

ავტორი: ნიუპრესი