|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში 1 დოლარად

ამჟამინდელი კურსის მიხედვით, საქართველოში 1 დოლარი 1 ლარსა და 75 თეთრს შეადგენს. რა შეიძლება ვიყიდოთ 1 დოლარად?
წარმოიდგინეთ, რომ საფულეში უკანასკნელი 1 დოლარი დაგრჩათ. რას გააკეთებდით? 
თუ მოცემული მომენტისთვის შიმშილმა შემოგიტიათ, შეგიძლიათ უახლოეს მარკეტში მაკარონი, წიწიბურა ან 1 კგ კარტოფილი იყიდოთ. 
ამ თანხით რამდენიმე სახეობის გამაგრილებელი სასმელის შეძენა შეგიძლიათ: 1 ქილა გაზიანი სასმელი, 1 ბოთლი ლუდი, მინერალური წყალი 1 ლიტრიან შეფუთვაში.
არც პირის გასველების მსურველები დარჩებით უიმედოდ: 1 ლარად და 75 თეთრად 1-2 ბანანს, 1 კგ ვაშლს ან რამდენიმე ცალ კივს იყიდით. ტკბილეულის მოყვარულები შეიძენთ: 1 ბატონ შოკოლადს, ფუნთუშას, 1 ან 2 ნაყინს; მწეველები- 1 კოლოფ დაბალი ხარისხის სიგარეტს;
მეოჯახეები - 1 კგ შაქარს, 1 ლიტრ ზეთს, 5 ცალ ყავას ერთჯერად შეფუთვაში ან 2 რულონ ტუალეტის ქაღალდს.
თუკი პრიორიტეტი გადაადგილებაა, ამ თანხით შეგიძლიათ მიხვიდეთ უახლოეს მეტროსადგურამდე და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში სულ რაღაც 30 წუთში აღმოჩნდებით. სტუდენტები 1 სტუდენტურ ბილეთს ეროვნულ მუზეუმში შესასვლელად ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით 8-ჯერ მგზავრობას მოახერხებთ. 
ზოგი მობილური კავშირის აბონენტი 1 ლარად 100 მოკლე ტექსტური შეტყობინებას ან დაახლოებით 6 წუთ მობილურზე სასაუბრო დროს იყიდის. 
და ბოლოს, თუკი იღბლიანი ბრძანდებით, იქნებ გაგიმართლოთ და 1 ლატარეის ბილეთით 1 დოლარზე მეტი თანხის მოგების შანსი იყიდოთ.
წყარო: bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა