|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

19 წლის ქალმა დედა მოკლა და გვამი ჩემოდანში დამალა

უნძულ ბალიზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს წინ, ტაქსის საბარგულში, ჩემოდანში, 62 წლის ქალის გვამი აღმოაჩინეს.

ადგილობრივმა პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა - გარდაცვლილის 19 წლის ქალიშვილი ჰიზერ მაკი და მისი ახალგაზრდა შეყვარებული ტომი შეფერი.

როგორც გაირკვა, გარდაიცვალი აშშ-ს მოქალაქე შეილა ფონ ვიზ მაკია. პოლიციის ინფორმაციით, სასტუმროს ადმინისტრაციასთან მდგომმა ახალგაზრდა წყვილმა მძღოლს ჩემოდნების ტაქსიში ჩადება სთხოვა, რის შემდეგაც წყვილი გაუჩინარდა. სწორედ ერთ-ერთ ჩემოდანში აღმოაჩინა პოლიციამ ქალის გვამი. ეჭვმიტანილები აეროპორტში დააკავეს.

ექსპერტების განცხადებით, ცხედარს აღენიშნება მრავალჯერადი დაზიანებები მიყენებული ბლაგვი საგნით.

ინდონეზიის კანონის მიხედვით ამ სახის მკვლელობის გამო ეჭვმიტანილებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

newsru.com

"info9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა