|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირანი რუსეთს კვერცხით მოამარაგებს

ირანელი ექსპორტიორები მზად არიან, რუსეთში კვერცხის შეტანა დაიწყონ. ამის შესახებ ირანული სააგენტო „ფარსი“ იუწყება.

 

როგორც სააგენტოს ირანის ქათმის კვერცხის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ხედაიათ ასგარიმ განუცხადა, ირანი რუსეთში კვერცხის შეტანას მომავალი ორი კვირის განმავლობაში დაიწყებს. ექსპორტის მოცულობა, მისი თქმით, ყოველთვიურად 5 ათას ტონას მიაღწევს.

 

ასგარიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას ყოველთვიურად 20 ათასი ტონა პროდუქციის ექსპორტის პოტენციალი გააჩნია და ამ ეტაპზე მისი მიწოდება ხდება ერაყის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და საქართველოს ბაზრებისთვის.

 

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს მოსკოვმა ერთი წლით აკრძალა ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ–დან და სხვა სახელმწიფოებიდან, რომლებიც რუსეთის მიმართ სანქციებს უჭერენ მხარს. 

 

ევროკომისიამ განაცხადა, რომ 125 მილიონ ევროს დახარჯავს დაზარალებული მწარმოებლების დასახმარებლად. 

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი