|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციელმა 8 ქალი გააუპატიურა

პოლიციის ოფიცერი ოკლაჰომაში თავდებით გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც 16 სხვადასხვა ბრალდება წაუყენეს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით. ოფიცერი დენიელ ჰოლცკლაუ რვა ოკლაჰომელ ქალზე თავდასხმაშია ბრალდებული. ის მიზანმიმართულად ირჩევდა შავკანიან ქალებს, რადგან ეგონა, რომ ისინი დანაშაულის შესახებ არ იჩივლებდნენ.

ჰოლცკლაუ ყველა ბრალდებას უარყოფს. ბრალმდებლის თქმით, ჰოლცკლაუ ძირითადად შუახნის აფრიკელ ამერიკელ ქალებს ირჩევდა, რომელთაც ნარკოტიკები ჰქონდათ თან. ივნისში მან 57 წლის ქალი გააჩერა, რომელიც მეგობართან დომინოს თამაშის შემდეგ ბრუნდებოდა სახლში. ჰოლცკლაუ ფორმის გარეშე იყო, როდესაც ქალი გაჩხრიკა და აიძულა, მკერდი გაეშიშვლებინა. შემდეგ გააუპატიურა ქალი. ამ ფაქტის პოლიციაში განცხადების შემდეგ, კიდევ 7 ქალი გამოჩნდა, რომელმაც მსგავს ქმედებებში ბრალი დასდო ოფიცერს.

ვინაიდან მსხვერპლად ან ნარკოდამოკიდებულებს ან სექს მუშაკებს ირჩევდა, ჰოლცკლაუ და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს შურიძიებაა და მათი ბრალდებები სრული სიცრუეა. ჰოლცკლაუ ამჟამად ნახევარი მილიონი დოლარი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლეს. მისმა მეგობრებმა მრავალი პლატფორმა შექმნეს სოციალურ მედიაში მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით

ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა