|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოტე აბაშიძე - მარტივ გზებს არაფერი საერთო არა აქვს შემოქმედებასთან

ოქტომბრის თვიდან ახალი თეატრალური პროექტი „ტელე-სპექტაკლები“ამოქმედდება. აღნიშნულ პროექტს  საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია და რადიო განახორციელებს. პროექტი25 წლიანი პაუზის შემდეგ მივიწყებული ტრადიციის აღდგენას შეეცდება და ტელესპექტაკლებს დადგამს  ტრადიციაში გარკვეული სიახლის შეტანით -ტელესპექტაკლებში რეგიონალური თეატრების მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის, „ტელე-სპექტაკლი“, პირველ სპექტაკლში  ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო პროფესიული თეატრების მსახიობები  - ევა ხუტუნაშვილი და ნოდარ იაკობიძე ითამაშებენ. დადგმას რეჟსიორი კოტე აბაშიძე განახორციელებს.

რომელ სპექტაკლს განახორციელებენ, რა სირთულე და სპეციფიკა ახლავს ტელესპექტაკლს? როგორ მუშაობენ მსახიობებთან? რაში ხედავენ სადღეისოდ თეატრის ფუნქციას? აღნიშნულ საკითხებზე რეჟისორი კოტე აბაშიძე გვესაუბრება.

- მაყურებელს ალბათ ახსოვს სპექტაკლები „ჯაყოს ხიზნები“, „კუკარაჩა“, „ოპერაცია „დეიდა ტასო“ და სხვები, რომელთაც ბევრი მაყურებელი ყავდა და იგი საინტერესო იყო, როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი და ამასთან ერთად აღნიშნული სპექტაკლები ქართული კლასიკის პოპულარიზაციასაც ეწეოდნენ. მათზე თაობები იზრდებოდა. სამწუხაროდ  ეს  ტრადიცია მოკვდა, მაგრამ გვინდა რომ აღდგეს. ამით აჭარის ტელევიზიაა დაინტერესებული და უახლოეს მომავალში მაყურებელს შეთავაზებენ ტელესპექტაკლებს.

- რა იქნება ამ პროექტის პირველი ტელესპექტაკლი?

- ოქტომბრის თვეში ბათუმში დაიწყება სატელევიზიო სპექტაკლის „ჯინის“ (დონალდ კობურნის „ვთამაშობთ ჯინს“- რედ. ) გადაღება, ძალიან სერიოზული, ელიტარული მასალაა. ელიტარულში ვგულისხმობ იმ ფასეულობებს და პრობლემატიკას, იმ მარადიულ, ბიბლიურ თემებს, რომელიც არის  პიესაში. თეატრალური ხელოვნებისა და მარადიული ფასეულობების პროპაგანდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს ანტიკულტურულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

- როგორ ირჩევთ მასალას?

როდესაც რეჟისორი პიესას ირჩევს დასადგმელაეს იდეა მუშავდება, იქ ყველა პარამეტრი და ყველა პუნქტი გათვალისწინებული უნდა იყოსარტისტული პოტენციალი, დემოკრატიულ მაყურებელთან ურთიერთობის პერსპექტივა, მასალის სირთულე და სცენის სპეციფიკა.

- ქუთაისის მესხიშვილის თეატრში განხორციელებული სამი სპექტაკლიდან ორი მცირე სცენაზე განახორციელეთ. რა სპეციფიკა აქვს მცირე სცენას?

- მცირე სცენაზე ურთულესია თამაში. წარმოუდგენლად რთულია, როდესაც ორი მსახიობი დგას სცენაზე და 50 წუთის განმავლობაში ხელში უნდა ყავდეს მაყურებელი, თანაც სპეციფიკური რეჟისურის პირობებში, ვგულისმობ სადადგმო ხერხს ანუ ყოველგვარი ეფექტების გარეშე  სპექტაკლის წარმოებას, როდესაც ყველაფერი არტისტებიდან ამოგაქვს.

- როგორ მუშაობთ მსახიობებთან?

- ჩემი მოდელი არ მომაქვს და არავის ვთხოვ პიჯაკივით მოირგოს. როლი ერთობლივად ითხზვება, არტისტთან მუშაობაში უამრავი რამ იცვლება, ჩემს მოცემულობას იღებს, თავისას ამატებს. ასე ერთობლივად  იძერწება სპექტაკლის სინამდვილე. ურთულეს რეჟიმს უძლებენ. თქვენ, მაყურებელს მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ამის მიუხედავად  მისახვედრი ხდება, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. რთულ პროცესს უძლებენ, როდესაც მასალა შენს  ჭჯუაზე უნდა  მოიყვანო ხელში დაიჭირო და დაიმორჩილო.

- რთული გზებით დადიხართ...

- მარტივი გზებით სიარული ნამდვილად  არ მიყვარს, მარტივ გზებს არაფერი საერთო არა აქვს შემოქმედებასთან და ხელოვნებასთან. თუმცა რთულით როდესაც დადიხარ მერე კითხვა ჩნდება გამოვა თუ არ გამოვა სპექტაკლი?! მაგრამ მარტივი გზით ჩემმა მტერმა იარა... თეატრის ფუნქციაა ამ გამეფებულ უგემოვნებას და ზედაპირულობას ეომოს. თეატრმა უნდა იცოდეს რა ტკივა, რა აწუხებს მის ხალხს, უნდა იცოდეს რა ენაზე ელაპარაკოს მათ. ეს ხან გამოვა ხან არა, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ და ეს უნდა ვაკეთოთ. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა