|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველს რომელს მოკლავდი-დედას თუ მამას?

ხსენებული კითხვის გარდა, ბავშვებს უტარდებოდათ ე.წ. სექსუალური ხასიათის კონსულტაციები და ახსნა განმარტებები აღნიშნულ სფეროში. მაგალითად, მასწავლებლები მათ უხსნიდნენ, თუ რატომ ყოვნდებოდნენ ბავშვების მამები ხანდახან ქუჩაში მეძავეებთან. სასიყვარულო აქტს მასწავლებლები ეძახდნენ ciupaciupa და bungabunga. თუმცა, იქვე სექსის კლასიფიცირებასაც ახდენდნენ მცირეწლოვნებთან. ანუ “ჩუპაჩუპა“ და“ბუნგაბუნგა“ - ორივე სექსს ნიშნავდა. მაგრამ დედასთან მამამ “იჩუპაჩუპა“, მეძავთან კი “იბუნგაბუნგა“.

აღნიშნული შემთხვევა მოხდა იტალიის ქალაქ სკარმანიოში. აღძრულია საქმე დაწყებითი სკოლის ორი აღმზრდელი ქალბატონის წინააღმდეგ. საქმე მას მერე აღიძრა, რაც პოლიციას მშობლებმა მიმართეს. მშობლების მიერ დაწერილ განცხადებაში აქცენტი შემდეგ გარემოებაზე იყო გამახვილებული. კერძოდ, სკოლის ორივე პედაგოგი მცირეწლოვან აღსაზრდელებს უსვამდა კითხვას - “ვის მოკლავდი პირველს - დედას, მამას თუ ძმას?!“ ამის შემდეგ, მასწავლებლები შემდეგნაირად უხსნიდნენ ბავშვებს სიტუაციას:“ადრე თუ გვიან დედა ან მამა მოკვდება. ამას უნდა შეეგუოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი გაივლის“.

ძნელი დასაჯერებელია, არა?! ვერ დაიჯერეს ეს ვერც პოლიციის კარაბინერებმა და სკოლის ადმინსტრაციის ნებართვით კლასებში ტელეკამერები დააყენეს. ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ აიძულებენ მასწავლებლები ბავშვებს დაუზილონ და დაუმასაჟონ მათ კისერი და მხრები, თითოეულმა 10 წუთის განმავლობაში. ვინც პედაგოგებს არ უმასაჟებდა, მათ ქაღალდის საჭრელ დანებს ესროდნენ.

როგორც, ჯამპერ მაჯიო “ლე სტამპაში“ გამოქვეყნებულ თავის სტატიაში იუწყება, მასწავლებლებს წაეყენათ დისციპლინარული დარღვევის მუხლები, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ არ აღძრულა. მშობლები ამან აღაშფოთადა და ისინი პროკურატურის განაჩენის გაპროტესტებას აპირებენ

 წყარო: MEDIA SITY

ავტორი: ნიუპრესი