|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ესტონეთში გაზს შეშით ჩაანაცვლებენ

ესტონეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კერძო კომპანიამ "უტილიტასი"ცენტრალური გათბობის ფასის შემცირება გადაწყვიტა. ამისთვის ფირმამ, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით გადაწყვიტა ცენტრალური გათბობა მთელი ტალინის მასშტაბით, გაზის ნაცვლად შეშაზე გადაიყვანოს.

იდეის განსახორციელებლად საინვესტიციო გეგმა შემუშავდა, რომელიც ოთხ წელზეა გათვლილი. ფირმა ადგილობრივ ბიზნესმენს, კრიშტიანუ რახუს ეკუთვნის.

უკვე 2018 წელს ბუნებრივი გაზი მხოლოდ ზამთარში იქნება გამოყენებული. შესაბამისად, გაზის მოხმარების რაოდენობა 60-დან 20 პროცენტამდე შემცირდება.

თუ საიდან მიიღებენ შეშას, ქვეყნის სათავეში მყოფი ადამიანები არ ახმაურებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ესტონეთში ტყეების ნაკლებობაა. 

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ესტონეთის ხელისუფლებამ ლიტვური ტერმინალიდან ნორვეგიული გაზის გარკვეული რაოდენობა შეისყიდა, ეს გადაწყვეტილება კი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით იყო მიღებული.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა