|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონკურსი - წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი განათლების თემაზე

კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო" აცხადებს კონკურსს 2014 კალენდარული წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად განათლების თემაზე. კონკურსში განსახილველად 2014 წელს განათლების თემაზე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში გამოსული პუბლიკაცია (სტატია, ესსე, რეპორტაჟი) , საავტორო რადიო ან ტელე სიუჟეტი მიიღება.
კონკურსში გამარჯვებულისთვის კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს" მიერ დაწესებულია ჯილდო 1000 აშშ დოლარისა და სამახსოვრო პრიზის სახით. 
საუკეთესო ნაშრომს გამოვლენს კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს" გამგეობის წევრებისაგან დაკომპლექტებული ჟიური.
ძირითადი კრიტერიუმები საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად: საკითხის აქტუალობა, კვალიფიციური დასაბუთება/ასახვა, რეზონანსი, გადმოცემის უნარი/ფორმა. 
კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო" წარმოადგენს განათლების სფეროში მოღვაწე თორმეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანებას, რომელიც 2013 წლის ბოლოს შეიქმნა და ხელს უწყობს განათლება ყველასათვის მიზნების განხორციელებას საქართველოში. "განათლება ყველასათვის - საქართველო" მოძრაობა გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE) წევრია 2014 წლიდან. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო განაცხადი 2015 წლის 15 თებერვლამდე და საკონკურსო მასალასთან ერთად გამოაგზავნონ მითითებულ მისამართზე - beka.urushadze@ctc.org.ge 

გამარჯვებულის დაჯილდოება მოხდება 2015 წლის 6 მარტს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა