|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დაპირისპირება გრძელდება

უკრაინის აღმოსაველეთ რეგიონში სეპატარისტებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირებები ისევ გრძელდება. ამ დრომდე მიმდინარეობს დონეცკის ოლქში შეტევა უგლეგოვსკსა და დებალცევოზე. ანტიტერორისტული ცენტრი ბრძოლების ამსახველ ვიდეო მასალს ავრცელებს. ძალოვანების განცხადებით,  სეპარატისტები უგლეგოვსკის ცენტრალურ რაიონებს აკონტროლებენ, დასახლებებეზე მიაქვთ იერეიში. ეროვნული გვარდიის შეტევის შედეგად 30 ადამიანია დაღუპული. რუსმა მებრძოლებმა ზალპური ცეცხლით კიდევ 4 დასახლებაზე მიიტანეს იერიში. ბრძოლები ლუგანსკის ოლქშიც გრძელდება. კონფლიქტის ზონაში მოვლენები არასწორად გაშუქებისთვის უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსული ტელეარხის “ლაივ ნიუსი“ ჟურნალისტები დაკავა და ქვეყნიდან გააძევა.

ავტორი: ნიუპრესი