|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიუმრი -2

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცები სოხუმთან ახლოს, სოფელ აჩადარაში, სომხებს თავს დაესხნენ. ოკუპანტები სოფელში ჯავშანტრანსპორტიორებით შევარდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა გაძარცვეს, დაარბიეს 8 სომხური ოჯახი, გაიტაცეს ოქრო, ფული, ერთ-ერთი ოჯახიდან კი - მანდარინით სავსე მანქანაც, რომელიც გზაში გაფუჭდა და გზაზევე, ეშერას ხიდზე დატოვეს.

სომხური მედიის ცნობით, შეიარაღებული თავდასხმისას რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე ადამიანი სცემეს, მათ შორის 76 წლის ლუსია კოჩარიანი, რომელიც ადგილობრივ სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.

თავდასხმას უარყოფს აფხაზური მხარე და თავად სოხუმის სომხური სათვისტომო, თუმცა საქართველოში სომხური დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა, მაგრამ გიუმრის ტრაგედიის გამო მას მიზანმიმართულად მალავენ.

 სომხურ ოჯახებზე თავდასხმის  შემთხვევას  ცოტა ხნის წინ გიუმრში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ადარებენ.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა