|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა ინფორმარტიკაში

თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა ჩატარდება. 
 ოლიმპიადის ორგანიზატორები შავი ზღვის სართაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია არიან.
 ოლიმპიადა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით ჩატარდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ოლიმპიადაში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნაა დაპროგრამების რომელიმე ენის (Free pascal, C++) ცოდნა.
ოლიმპიადა ჩატარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: VIII კლასამდე, IX–X და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის. სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 3-3 ამოცანა და 4 საათი სამუშაო დრო.
ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში, გარდა გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომებისა, გადაეცემათ ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები.

ავტორი: ნიუპრესი