|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს დეპუტატმა 5 თვეში 4 ტონა საწვავი მოიხმარა

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ 5 თვეში 4 ტონა საწვავი მოიხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას მონიტორინგის ქსელ „მედიატორის“ დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს, ხაბეიშვილმა ინფორმაციის საფუძვლად მერიიდან გამოთხოვოლი დოკუმენტი დაასახელა. „ჩვენ გამოვითხოვეთ საკრებულოს საწვავის ხარჯები 2014 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით. „რეკორდსმენი“ აღმოჩნდა გიორგი ტყემალაძე, რომელიც ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. მან 4 ტონა ბენზინი დახარჯა ამ 5 თვის განმავლობაში. გამოდის, რომ ბატონი ტყემალაძე დღეში 22 ლიტრ ბენზინს მოიხმარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანს ემსახურება ავტომობილი „KIA”, რომელიც იმიტომ შეარჩიეს, რომ ნაკლებ საწვავს მოიხმარს. გამოდის, რომ ეს ადამიანი დღეში 200 კილომეტრს გადიოდა, რაც საკრებულოს დეპუტატისთვის არარეალურია“, – აცხადებს ხაბეიშვილი.

გიორგი ტყემალაძე პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძის ვაჟია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა