|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუარესდა


2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საწყის ეტაპზე, (2012 წლის ოქტომბერი - 2013 წლის სექტემბერი) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე  სრულყოფილად გაცემული პასუხების 81%-იანი მაჩვენებელი დღეისათვის  66% - მდე შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-დან  26%-მდე გაიზარდა და  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა.

ამის შესახებ განაცხადეს IDFI-ის წარმომადგენლებმა ანგარიშის  „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოშიპრეზენტაციაზე, რომელიც 12 თებერვალს სასტუმროთბილისი მარიოტშიგაიმართა.

ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დასახელდა, როგორც 2014  წელს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება.

IDFI-ის გუნდის მიერ 2014 წელს პროექტის განხორციელებისას  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 5 466 განცხადება 308  საჯარო დაწესებულებაში.

პრეზენტაციაზე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. 
IDFI-
სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის გადაეცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელმაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტად გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. 2012-2013 წლების მაჩვენებელთან (75%) შედარებით მიმდინარე პროექტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა 23%-ით და შეადგინა 98%.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კი დასახელდა, როგორც 2014  წელს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება.

IDFI-ის გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

სპეციალური ჯილდოები (სიგელები) „2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვისმიიღეს შემდეგმა ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებებმა:

·საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
·
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო·  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
·
აჭარისა/-ისგანათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ასევე, IDFI- სიგელი

ავტორი: ნიუპრესი