|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქობულეთში გახსნილი პანსიონი - ბავშვებზე ზრუნვა, თუ მათი უფლებების უხეში დარღვევა?


საქველმოქმედო ფონდსოციალური პარტნიორობის" ინიციატივით, 2014 წლის 23 ნოემბერს, ქობულეთში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის პანსიონი გაიხსნა. გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონს თავდაპირველად 9 მოსწავლე ჰყავდა. დღეის მდგომარეობით იქ, როგორც ფონდსოციალური პარტნიორობისპრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი ამბობს,  20 ბავშვია განთავსებული.

ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ფაქტზე განგაშის ზარები შემოჰკრეს. პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით მათ, 2014 წლის 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება გაავრცელეს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებდნენ, არ დაეშვა ახალი ბავშვთა სახლების გახსნა:

საქართველოსკოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვისმოგიწოდებთ, არ დაუშვათ საქართველოში ახალი ბავშვთა სახლების გახსნა, როგორც ეს ხდება ქალაქ ქობულეთში. კერძო პირების მსგავსი მცდელობები ძირს უთხრის ბოლო წლებში ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის სიტემის რეფორმირების საქმეში მიღწეულ სამაგალითო პროგრესს და იმ დადებით შედეგებს, რაც ამ პროცესმა მოიტანა“, - წერდნენ პრემიერ-მინისტრს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათ პანსიონის გახსნა გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებების კონვენციის დარღვევად მიიჩნიეს, რომლის თანახმადაც  ყველა ბავშვს აქვს ოჯახურ გარემოში ცხოვრების უფლება (მუხლი 7.1 და 9.1).  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის( სადაც 51 ორგანიზაციაა გაერთიანებული) აღნიშნავდა, რომ სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და უფლებები დაედო საფუძვლად ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმას საქართველოში, რომლის 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმაბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობას და დიდი ზომის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების გაუქმებას ითვალისწინებს.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში დაიხურა დიდი ზომის ბავშვთა სახლების უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა არ დასრულებულა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ბავშვთა სახლი. მნიშვნელოვანია, აღებული ვალდებულებისა და არჩეული კურსის გაგრძელება, რათა ბავშვები აღიზარდონ ოჯახურ გარემოში.

ქობულეთის პანსიონის გახსნა ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას და ახდენს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის დისკრედიტაციას. დაუშვებელია სიღარიბის ან სხვა მიზეზის გამო ბავშვის მოთავსება დიდი ზომის ბავშვთა სახლში, როგორი კარგი გარემოც არ უნდა იყოს იქ. დღეს, როდესაც არსებობს მიზნობრივი სოციალური დახმარება, კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა და სოლიდარობის ფონდი, დაუშვებელია სიღარიბისა და გაჭირვების გამო მოხდეს ბავშვების გამოყვანა ოჯახებიდან“, - განმარტავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები პრიმიერ-მინისტრს მიმართვაში.

ამ მიმართვას ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციიდან არავინ გამოხმაურებია, თუმცა სამთავრობო უწყებები, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩართულები არიან პრობლემის მოგვარებში და მუშაობენ იმ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომლის საფუძველზეც კიდევ ერთი დიდი ზომის ბავშვთა სახლის (თუ პანსიონი, ჯერ უწყებებში ვერ თანხმდებიან როგორი ტიპის დაწესებულებასთან აქვთ საქმე) გახსნა გახდა შესაძლებელი.

ქობულეთის პანსიონის თემით დაინტერესდა სახალხო დამცველი. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები . ქობულეთში მდებარე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებულ ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად 2014 წლის 25 დეკემბერს  იმყოფებოდნენ:

როგორც 25 დეკემბრის შემოწმების შედეგებით გაირკვა დაწესებულება დაფუძნებულია ააიპ. ,,სოციალური პარტნიორობის’’ მიერ და ფუნქციონირებს 2014 წლის ნოემბრიდან. დაწესებულებას ამ ეტაპზე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ან პანსიონის სტატუსი მინიჭებული არ აქვს. სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 50 აღსაზრდელზე, თუმცა ამჟამად ირიცხება 7–დან 12 წლამდე ასაკის 20 (მონაცემები გადასამოწმებელიაბავშვების რაოდენობა  გაზრდილი იქნება) აღსაზრდელი, რომლებიც 2 სააღმზრდელო ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. დაწესებულებაში ბენეფიციარები განთავსებულნი არიან ()იპ. ,,სოციალური პარტინიორობისა’’ და მათ კანონიერ წარმომადგენლებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. საშტატო ერთეულებიდან დაწესებულებას ჰყავს 4 აღმზრდელი, რომლებთანაც დადებულია 3 თვიანი ხელშეკრულებები გამოსაცდელი ვადითსახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტის დროს სააღმზრდელო დაწესებულებაში არ ჰყავდათ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით, დაწესებულება თავად უზრუნველყოფს მათთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. აღსაზრდელები იღებენ ზოგად განათლებას. საჯარო სკოლამდე ბენეფიციარების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სააღმზრდელო დაწესებულება.   რწმუნებულების ვიზიტის დროისთვის  დაწესებულებაში არ იყო შემუშავებული აღსაზრდელთა ინდივიდუალური განვითარებისა და მომსახურების ინდივიდუალური  გეგმები. სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრი აგრძელებს აღნიშნული საქმის წარმოებას და იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაწესებულებაში განთავსებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად“, _ აღნიშნული იყო ანგარიშში, რომელიც ქობულეთის პანსიონში  სახალხო დამცველის  წარმომადგენლების ვიზიტის შედეგად მომზადდა.

 

უკან გადადგმული ნაბიჯი, თუ გაჭირვებულ ბავშვებზე რეალური ზრუნვა?

რატომ ატყდა აჟიოტაჟი მაშინ, როცაროგორც ფონდსოციალური პარტნიორობისპრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი ამბობს, შიმშილის ზღვარზე მყოფ ბავშვებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები შესთავაზეს პანსიონში? რა არის რეალური პრობლემა - ის, რომ ბავშვები მოაშორეს ოჯახს, თუ ის, რომ მათ საკვები არ აქვს?

კითხვაზე პასუხის მისაღებად უმჯობესია, ჯერ გავიგოთ, რა მიზნები აქვს ფონდს საქართველოში და ვინ აფინასებს.

საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა"  2012 წლის 12 აპრილს მრავალშვილიანი ოჯახების, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისა და სახლს ან საწოლს მიჯაჭვული ხანდაზმულების დახმარების მიზნით შეიქმნა. ამჟამად ფონდს სახელი შეეცვალა და მას ჰქვია "ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი". თავისი არსებობის მოკლე დროის მანძილზე ფონდმა დახმარება აღმოუჩინა:  2000 საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულს; 150 მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს, რომელთაგან 23 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. 20 მრავალშვილიან ოჯახს. საქველმოქმედო საქმიანობაზე დაიხარჯა სამ მილიონ ლარზე მეტი. ფონდმა მოახდინა დანგრევის პირას მყოფი ცხემლოვანის ეკლესიის სრული რეაბილიტაცია, ასევე გარემონტდა მონაზონთა საცხოვრებელი. სხვადასხვა პროექტებზე ფონდში სრულფასოვნად დასაქმებულია 45 ადამიანი. საქველმოქმედო ფონდისსოციალური პარტნიორობასაქართველოში მიერ განხორციელებული პროექტებია: „შინმოვლის პროგრამა“,  „მცირე საოჯახო ტიპის სახლი“, „ბავშვთა პანსიონი“, „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება“, _  ვკითხულობთ ფონდის საიტზე.

როგორც ფონდის პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი ამბობს, ფონდის დამფინანსებელი  კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკია და მას საქართველოში მხოლოდ საქველმოქმედო მიზნები ამოძრავებს.

გარდა ქობულეთის ბავშვთა სახლისა, „სოციალურ პარტნიორობასთბილისში მცირე საოჯახო ტიპის სახლიც აქვს, სადაც ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებს:

ქობულეთში პანსიონის გახსნა იმიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვებს მძიმე სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება. ისინი შიმშილობდნენ და ვერ დადიოდნენ  სკოლაში. ეს

ავტორი: ცისანა შერგილაშვილი