|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის"-აქციის გზავნილი

28 თებერვალს 14:00 საათზე “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთჳის”, “საქართველოს წითელი ჯვარი” და ორგანიზაცია “იარე ფეხით” საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და თელავში საგზაო უსაფრთხოების აქციას გამართავს. აქციის მიზანია ქუთაისსა და საჩხერეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს გამოეხმაუროს, რომელშიც ახალგაზრდა ქვეითები დაიღუპნენ. ქუჩის აქციაში სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მონაწილეები ცენტრალურ ქუჩებზე საინფორმაციო ბანერებით ხელში ერთი საათის განმავლობაში მდუმარე აქციას გამართავენ. აქციის სლოგანია: “ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის!”

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა