|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სერგო ჯავახიძე: "საქართველოს ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს"

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვისთავმჯდომარე სერგო ჯავახიძე სოციალური ქსელით მიმართვას აქვეყნებს.  მოძრაობის ლიდერი საქართველოს  მთავრობას მიმართავს და ამბობს, რომ ის მოწოდებები, რომლებიც არსებობს ლარის კურსთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიებისგან თუ ექსპერტებისგან შედეგებს ვერ მოიტანს: „ის მოწოდებები, რასაც ვისმენთ ოპოზიციური პარტიებიდან თუ დამოუკიდებელი ექსპერტებიდან, ვთვლი, რომ შედეგს ვერ მოიტანს და მეტიც საქართველოს ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს და უფრო სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ამის თქმის საშუალებას მაძლევს გუშინდელი ფაქტი, რაც დაფიქსირდა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში (აზერბაიჯანი), სადაც აზერბაიჯანულმა მანათმა განიცადა სერიოზული ვარდნა და აზერბაიჯანში დოლარი 38% -ით გაძვირდა, ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში დოლარი გაძვირდა 24 %-ით, სასომხეთში 13%-ით, თურქეთში 11%-ით, რუსეთში 37%-ით, ხოლო უკრაინაში 115%-ით, როცა აზერბაიჯანში მანათის კურსი შენარჩუნებული იყო უცვლელად, - წერს ჯავახიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

მისი აზრით, ხარჯების შემცირება და საგარეო ვალების აღება, რასაც  ხელისუფლება გეგმავს, პრობლემას არ გადაჭრის. მე მოვუწოდებ პრემიერს და მთავრობას, თავი შეიკავონ რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაგან, რადგან ყველა ეს ნაბიჯი იქნება დროებითი და საბოლოოდ ეროვნული ვალუტა, მაინც დადგება იმ ნიშნულზე, რომელიც იქნება შესაბამისობაში დღევანდელ მსოფლიო რეალობასთან, “-  ნათქვამია მის განცხადებაში. 

ავტორი: ანა ჯიქია