|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დონეცკის ოლქში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

დონეცკის ოლქში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა. გაზეთ "სივოდნიას" ფოტოკორესპონდენტი, სერგეი ნიკოლაევი სოფელ პესკიში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. მძიმე ტექნიკის გაყვანის პროცესის მიუხედავად, აღმოსავლეთ რეგიონებში  ამ დრომდე ვითარება დაძაბულია. 

რეგიონში არსებულ ვითარებაზე უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენსაც ესაუბრა. დღეიდან ოფიციალურმა კიევმა რუსეთის მოქალაქეებს უცხოური პასპორტის გარეშე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. პეტრე პოროშენკო დონბასში სამშვიდობო მისიის გაგზავნის თაობაზე რადაში კანონპროექტის შეტანას სამშაბათს გეგმავს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა