|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლარის გაუფასურების გამო ბიზნესმენებმა 3 მილიონი იზარალეს

ლარის დევალვაციის გამო, ბიზნესმენებს სესხების მომსახურება 1 თვეში 3 მილიონი ლარით გაეზარდათ. გარდა ამისა, მათ გაუძვირდათ იჯარა და სხვადასხვა სახის მომსახურება.  სპეციალისტების გათვლებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს ითვლის.

 ეროვნულ ბანკში აცხადებენ,რომ ლარის გამყარებას ხელი იმპორტის შემცირებას შეუწყო. ეკონომისტების აზრით კი, ამ პროცესზე გავლენა აჟიოტაჟის ჩაცხრობამ იმოქმედა, რაზეც გავლენა ეროვნული ბანკისპრეზიდენტისა და მთავრობის წევრთა განცხადებებმა მოახდინა.

ფაქტი ერთია, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციით მოსახლეობამ საკმაოდ დიდი ზარალი მიიღო. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტს აქვს სტაბილური სამუშაო ადგილი და შესაბამისად, გარანტირებული შემოსავალი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ასეთი სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სახელმწიფო სექტორშია შექმნილი, სადაც ჯერ კიდევ მაღალია პირადი ნაცნობობისა და ნეპოტიზმის ნიშნით თანამდებობების დაკავების სიხშირე.

ამასთან, არჩვაძის აზრით, მათთვის, ვინც ამ „ოქროს თხუთმეტ პროცენტში“ ვერ ხვდება, ნაკლები პრაგმატული და ემოციურიდატვირთვა აქვს ზრდის მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილებას,რამეთუ ისინი ვერ გრძნობენ პირდაპირ კავშირს ქვეყნის მშპ-ის ზრდასა და პირადი მდგომარეობის გაუმჯობესებას შორის. მათზეყველაზე მტკივნეულად ლარის გაუფასურება მოქმედებს.

„ლარის დევალვაცია დიდსა და პატარას, ყველას ეხება. რიგითმა მოქალაქეებმა, უმუშევრებიდან დაწყებულიდა პენსიონერებით დამთავრებული, კარგად იციან, რომ დილით თულარი დაეცემა, საღამოს უკვე მედიკამენტები გაძვირდება, ხვალ შუადღემდე - ბენზინი, ხოლო ორიოდ დღეში - პური ჩვენი არსობისა. აი, რატომაა ასეთი რეაქცია ლარის დევალვაციაზე.

  ვალუტის გაუფასურება სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე სხვადასხვაგვარად აისახება. მაგალითად,იაპონიის დამოკიდებულება იმპორტზე მხოლოდ 16 პროცენტია,ნორვეგიისა - 17 პროცენტი, ისრაელისა - 25 პროცენტი. ამიტომაც ეს ქვეყნები საკუთარი ვალუტის დევალვაციას გაცილებით მშვიდად, ნაკლები ვნებათღელვით ხვდებიან, რადგანაც იციან, რომ ეს სამომხმარებლო ბაზარზე შედარებით სუსტად იმოქმედებს.

მაგალითად, ნორვეგიული კრონას დოლართან 30-პროცენტიანი გაუფასურება თითქმის 2-ჯერ ნაკლებ გავლენას მოახდენს ამ ქვეყნისშიდა სამომხმარებლო ბაზარზე, ვიდრე ქართული ლარის „მხოლოდ“15-პროცენტიანი დევალვაცია - აქაურ შიდა ბაზარზე. ეკონომიკისზრდის კვალობაზე იზრდება ლარის გაუფასურებით მიღებულიეკონომიკური ზარალის მასშტაბიც.

კერძოდ, სტატისტიკურად თუ 2003 წელს ლარის აშშ დოლართან ერთი პუნქტით დაცემა ყოველი შინამეურნეობის რეალური შემოსავლების მოცულობას, საშუალოდ, 1 თვეში მხოლოდ 0.85 ლარით ამცირებდა, ამჟამად უკვე - 5 ლარზე მეტით. არადა, ლარის საშუალო კურსი ბოლო თვეებში თავისუფალი ვარდნის აჩქარებით ეცემა.. თუ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი 12 თვის განმავლობაში იგი თვეში, საშუალოდ, მხოლოდ 0.04 პუნქტით უფასურდებოდა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უკვე 0.86 პუნქტით; 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით, საშუალოდ, 5 პუნქტით, ხოლო თებერვალში (23 თებერვლის მდგომარეობით), წინა თვესთან შედარებით, უკვე 26 პუნქტით გაუფასურდა.

„ამის გამო მოსახლეობის მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული სამომხმარებლო და იპოთეკით დატვირთული 2.5 მილიარდ ლარის კრედიტების მხოლოდ მომსახურებაზე 2015 წლის თებერვალში (1 წელზე გადაანგარიშებით) თითქმის 70 მილიონი ლარით მეტი იქნება გადასახდელი“, - განმარტავს სოსო არჩვაძე.

ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესს, ვისაც ვალდებულება გააჩნია დოლარში ან აქვთ იჯარა, მკვეთრად გაეზარდა მომსახურების ხარჯი.

„გარდა იმისა, რომ ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ მოქმედებს პროდუქტის ფასზე, ასევე იმ ბიზნესმენებისთვისაც არის პრობლემური, ვისაც სესხთან ერთად აქვს იჯარა და გაეზარდა მომსახურების საფასური. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ პროდუქციის ფასში აისახება. ასეთი ბიზნესმენებისთვის იანვარ-თებერვალი, გადახდის თვალსაზრისით, გარკვეულწილად, პიკური იქნებოდა. 2015 წლის იანვრის მდგომარეობით 2,7 მილიარდი დოლარის ბიზნეს სესხი იყო გაცემული. 20%-იანი დევალვაციის პირობებში (ბიზნეს სესხები, საშუალოდ, 10%-იანია) ამ კრედიტების მომსახურების ხარჯი 3 მილიონი ლარით იყო გაზრდილი~, - ამბობს ლექვინაძე.

როდესაც სხვა ქვეყნის ვალუტა უფასურდება და ადგილობრივის კურსი უცვლელი რჩება, რთულდება ექსპორტი, შესაბამისად, პერსპექტივაში ექსპორტის შემცირება უფრო მასშტაბურიც კი შეიძლება ყოფილიყო. ლარის გონივრული დევალვაციის პირობებში სავაჭრო პარტნიორებთან ურთიეთრობა უფრო დაბალანსებულია.


 ავტორი: ბიზნეს რეზონანსი

ავტორი: ნიუპრესი