|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პარკირების ადგილები აუქციონზე ერთ ლოტად გავა

  ქუთაისის საკრებულოპარკირების ორგანიზების უფლების ნორმატიული საფასური დაადგინა. დეპუტატებმა  განსაზღვრეს ზედა ზღვარი ყველა სახეობის პარკირების ადგილით სარგებლობის შესახებ. ახალი წესების მიხედვით, პარკირების საფასურის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატებით მოხდება და აპარატები ავტოპარკებთან 50 მეტრის რადიუსში დაიდგმება

 სხდომას ქალაქის მერი შოთა მურღულია დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობას ეძლევა საშუალება,  სადაც სურს, ავტომობილი პარკირების იმ ადგილზე  გააჩეროს და არ ჰქონდეს ცალკე აბონიმენტები: "როგორც კი მთავრობის მიერ მოხდება ტექნიკური შესწორება, აუქციონი მაშინვე გამოცხადდება.  მოსახლეობას  ვაძლევთ საშუალებას,  ნებისმიერ ავტოპარკში  გააჩეროს ავტომანქანა ისე, რომ ამისათვის  ცალ-ცალკე აბონმენტები არ დასჭირდეს. ესაა გაცილებით კომფორტული  და ქალაქს შემოსავლებიც გაეზრდება“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისში პარკირების ადგილები აუქციონზე  ერთ ლოტად უნდა გაიტანონ, რაც  სიახლეა.  ამ გადაწყვეტილებას სხდომაზე მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს. "არ ვემხრობი იდეას, რომ პარკირების ადგილი გადაცემულ იყოს ერთ იურიდიულ  პირზე, ვემხრობოდი, რომ ცალ-ცალკე კონკურსი ჩატარებულიყო პარკირების ადგილებზე. მქონდა იდეა, რომ პარკირება ყოფილიყო სოციალური პროექტი, ანუ  ტენდერში მონაწილეობა მიეღოთ მხოლოდ შშმ პირებს. მერიამ ჩათვალა, რომ ეს უნდა იყოს ერთ პირზე გადაცემული და ასე უფრო მომგებიანია, რასაც არ ვეთანხმები",- განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ამირან ძოწენიძემ

 პარკირების შესახებ განხილულ საკითხებს მხარი არც "ლეიბორისტული" პარტიის დეპუტატმა დაუჭირა, სამსონ გუგავას თქმით, პარკირებისას ჯარიმები მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის. "ამ საკითხის მხოლოდ ქალაქის ჭრილში განხილვა არასწორია, რადგან ქუთაისი იმერეთის ცენტრს წარმოადგენს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ  გადმოაქვთ "სითი პარკის" მოდელი, მეორე მხრივ,  დაწესებული ჯარიმები მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას", - განაცხადა სამსონ გუგავამ. 

უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებაში საფრთხეს ვერ ხედავს, ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პარკირების ახალი წესით ქუთაისის ბიუჯეტში დამატებითი თანხები შევა.

ვინც ყველაზე მეტად იყვირებს ამ თემაზე

ავტორი: ანა ჯიქია