|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

GIPA ქუთაისში მოკლევადიან პროგრამაზე მიღებას აცხადებს

სასერთიფიკატო პროგრამა - ბიზნესის მენეჯმენტი და მარკეტინგი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ქ. ქუთაისში აცხადებს მიღებას მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამაზე -ბიზნესის მენეჯმენტი და მარკეტინგი.

ბიზნესის მენეჯმენტისა და მარკეტინგის პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი, მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესში ან სურვილი აქვთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს ბიზნესის კეთებისა და წარმატებით ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები.

პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისაგან:

1. ბიზნესის საფუძვლები -  12 საათი

2. მარკეტინგის საფუძვლები - 12 საათი

3. მენეჯმენტის საფუძვლები - 12 საათი

4. ფინანსების საფუძვლები - 12 საათი

პროგრამის ბოლოს, მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ბიზნეს გეგმა / პროექტი.

პროგრამის ტექნიკური აღწერილობა

სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით, ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ,

სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე.

პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე. ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ, 19:00-დან 22:00-მდე. პროგრამის ღირებულებაა 550 ლარი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სტუდენტს მოეთხოვება კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გაადაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) მითითებულ ელ-ფოსტაზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 16 მარტი, სწავლა დაიწყება 20 მარტს. 

საკონტაქტო პირი:  

ქეთევან სვანიძე

იმერეთის რეგიონული კოორდინატორის ასისტენტი

ელ-ფოსტა: კ.სვანიდზე@გიპა.გე

მობ: (995 599) 33 52 98

მისამართი: ქ. ქუთაისი; გოგებაშვილის ქ. #12

წყარო: gipa.ge

ავტორი: ნიუპრესი