|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამაშით წაგებული ცხოვრება


“პირველად სრულიად შემთხვევით მოვხვდი “ტოტალიზატორში”, თამაში სხვებისგან ვისწავლე.  ვუყურებდი, როგორ იგებდნენ ფულს და გამიჩნდა სურვილი, მეც ასე მეშოვა თანხა, თან  ფიზიკური შრომაც არ ჭირდებოდა. სამწუხაროდ, თავიდან ვერ გავაცნობიერე, რომ მოგებასთან ერთად არსებობს წაგება. პირველი ფსონი დავდე და პირველივე ცდაზე გამიმართლა, ამიტომ მეორედ თამაში არ გამჭირვებია. ვითამაშე მესამედ, მეოთხედ და  ახლაც ვთამაშობ. ძნელია, ამისგან თავის დაღწევა“,- ამბობს 25 წლის თენგო.    

„უკვე 4 წელია,  ვთამშობ. პირველად მეგობრებთან ერთად წავედი „ტოტალიზატორში“. პირველი მოგება ათამამებს ადამიანს. ალბათ, ჩემს შემხვევაშიც ასე იყო. ხშირად ვიგებ და ვაგებ კიდეც. ახალ ვცდილობ ნაკლებად შევიდე „ტოტალიზატორში“, მაგრამ ეს არც ისე ადვილია“, -ამბობს 27 წლის ლაშა.

ბოლო პერიოდში საქართველოში და მათ შორის ქუთაისში, არაერთი სათამაშო დაწესებულება - ტოტალიზატორი, პოკერ-კლუბი, სამორინეთუ სლოტ-კლუბი“ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმეტესობა აზარტული თამაშებისადმი უარყოფითადა განწყობილი, სათამაშო დაწესებულებები, მოთამაშეების ნაკლებობას არ უჩივიან. მათ შორის, უმეტესობა ახალგაზრდები არიან.

როგორ არეგულირებს კანონი სათამაშო ბიზნესს და რა ასაკობრივი ცენზი არსებობს „ტოტალიზატორებსა“ და „სამორიენეებში“ შესასვლელად, ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მივმართეთ. ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი გვიხსნის, რომ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი მე-13 მუხლით, აკრძალულია აზარტულ სათამაშო დაწესებულებებსა და აზარტულ სათამაშო ავტომატებთან არასრულწლოვანთა დაშვება. ასევე, აკრძალულია   აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მუშაობა. ლატარიების, მომგებიანი და აზარტული თამაშების შესახებ საქართველოს კანონის 32- მუხლით21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვისსათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია.  ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს“,- ამბობს გიორგი სანტურიანი.

 მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სათამაშო ბიზნესთანაა დაკავშირებული, ეს არის ასაკობრივი ცენზი.  ამ მხრივ შეზღუდვა ტოტალიზატორებსა და სათამაშოა პარატების სალონში დაწესებულია 18 წლამდე ასაკის პირებისათვის. რაც შეეხება სამორინეებს, შეზღუდვა აქ ზემოთ იწევს და არის 21 წელი.

"ნუ დადებ ფსონს შენს მომავალზე" - ამ სახელწოდებით ცოტა ხნის წინ, ქუთაისში, „თეთრ ხიდზე“ ახალგაზრდების ჩართულობით „ფლეშმობი“ გაიმართა, რომლის მიზანს  „ტოტალიზატორებში“ არასრულწლოვნების შესვლის ფაქტებზე კონტროლის გაძლიერება წარმოადგენდა.

„ნიუპრესი“  დაინტერესდა, როგორია რიცხობრივი მაჩვენებელი ქუთაისში აზარტულ თამაშებში ახალგაზრდების ჩართულობის მხრივ. არასამთავრობო ორგანიზაციის  „თაობათა დიალოგი“ მონაცემებით,  ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩართულია აზარტულ თამაშებში. „ვიყავით 5 საჯარო სკოლაში და 14-18 წლამდე მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა კვლევაში.ამოკითხულთა 41%

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა