|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავღანეთში ტერაქტს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში მომხდარ  ტერაქტს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

თვითმკვლელმა ტერორისტმა  ქალაქ ჯალალაბადში თავი ბანკის შენობის წინ აიფეთქა.  სადაც ხელფასს საჯარო მოხელეები და სამხედრო პერსონალი იღებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ხალხის შეკრების შემდეგ მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობაც ამოქმედდა.  თავდასხმისას 100–მდე ადამიანი დაშავდა.

მომხდართან კავშირი უკვე უარყო თალიბანმა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

ავტორი: ანა ჯიქია