|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს 5 გოლი გაუტანეს


სპორტის სასახლეში საკრებულოს და მერიის გუნდებს შორის მინიფეხბურთში შეხვედრა გაიმართა. მატჩი მსაჯსა და მერიის გუნდის წევრს შორის კამათით დაიწყო, თუმცა სიტუაცია მალევე დარეგულირდა. შეხვედრა მერიის გუნდის უპირატესობით წარიმართა. მატჩში ანგარიში   მერიის გუნდის წევრმა ირაკლი კიკვაძემ გახნა. მან პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა.
 შეხვედრის მეორე ნახევარში საკრებულოს კარში გოლი მერიის ადმინისტარციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ გაიტანა. ანგარიში 3:0 გახდა.
 შეხვედრის მეორე ტაიმში ანგარიშის შემცირება სცადეს საკრებულოს გუნდის წვრებმა. მერიის კარში 2 გოლი ტარიელ მეტონიძემ და თამაზ კიკვაძემ გაიტანეს. ანგარიში ტაბლოზე 3:2 დაფიქსირდა. საკრებულოს კარებში კიდევ 2 გოლი გავიდა მეოთხე ბურთი გიორგი გიორგობიანმა გაიტანა, ხოლო მატჩის დასასრულს ირაკლი კიკვაძემ ჰეთრიკი შეასრულა. შეხვედრა 5:2 მერიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელ მატჩში ყველაზე შედეგიანი მერიის გუნდიდან ირაკლი კიკვაძე აღმოჩნდა, რომელმაც მოწინააღდეგის კარში 3 ბურთი გაიტანა. 
 გამარჯვებული გუნდი ხვალ ფინალურ შეხვედრას ითამაშებს. 



ავტორი: ანა ჯიქია, ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი