|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობა

       

 

 

“ნიუპრესი“ აგრძელებს  არასამთავრობო სექტორის ანგარიშზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობის შეფასებას.  წინა ნომეში ჩვენ სახელმწიფო სისტემის შეფასება გაგაცანით, ახლა კი წარმოგიდგენთ სამართალდამცავი სისტემის შეფასებას. აღნიშნულ თემაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) იმუშავა.  

 

შეფასების დასაწყისში  მოცემულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს უკეთ შეაფასოს „ქართული ოცნების“ ორწლიანი მუშაობა. დასაწყისში ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისადმი საზოგადოების განწყობამ განაპირობა  პოლიტიკური ვითარების ცვლილება  

ქვეყანაში. “2012 წლის არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით მძაფრი იყო განცდა, რომ

სამართალდამცავი ორგანოები საკმარისად არ იყვნენ დისტანცირებული მმართველი

პოლიტიკური ძალისგან და არსებობდა მათი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების

შესაძლებლობა. არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულ ახალ პოლიტიკურ ძალას

მთავარ გამოწვევად სწორედ სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზირება და კანონიერი

მმართველობის ფარგლებში მოქცევა დახვდა“,- ნათქვამია კვლევაში. წინა პერიოდის მოკლე მიმოხილვის შემდგეგ ანგარიში ახალი ხელისუფლების რეფორმებს და ცვლილებებს ეხება. ცალკე თავი ეძღვნება პროკურატურის მუშაობას. სადაც ნათქვამია, რომ არჩევნების შემდეგ არსებითად შეიცვალა ურთიერთობა პროკურატურასა და სასამართლო სისტემას შორის, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ მათ შორის არსებული ლოიალობა გარდაიქმნებოდა კანონზე დაფუძნებულ ურთიერთობაში და სასამართლო შეასრულებდა რეალური მაკონტროლებლის როლს.  „განვლილი ორი წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლების მიერ პროკურატურასთან

დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები მოიცავდა:  პროკურატურისა და იუსტიციის მინისტრის ურთიერთმიმართების ცვლილებას. კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იუსტიციის მინისტრმა დაკარგა საპროკურორო მანდატი და გაუქმდა პროკურორების იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარების პრინციპი.  ამდენად პროკურატურის საქმიანობა გარკვეულწილად დისტანცირდა მინისტრისგან, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირისგან. ამის მიუხედავად, აღნიშნულმა ცვლილებებმა ვერ უზრუნველყო პროკურატურის სისტემის სათანადო გამიჯვნა პოლიტიკური მმართველობიდან, რაც აღმასრულებელი

ხელისუფლების ცენტრალურ რგოლთან – მთავრობასთან, მისი მჭიდრო კავშირით იყო

განპირობებული“, - ნათქვამია კვლევაში.

აქვე ყურადღება გამახვილებულია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებზე, საუბარია დადებით მხარეებზე.  „ბრალდების მხარის შუამდგომლობები აღკვეთი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით უფრო მეტად დასაბუთებული გახდა. თუმცა, ამავე დროს, კვლავ გამოვლინდა ძველი და უარყოფითი ტენდენციები – საგამოძიებო ქვემდებარეობის დარღვევის გაუმართლებელი პრაქტიკა, როდესაც პროკურატურა პოლიციელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას შსს-ს გადასცემდა.  კვლავ პრობლემად რჩება  უფლებადარღვევის ფაქტების არაეფექტური გამოძიება“, - ნათქვამია კვლევაში.

2014 წლის ბოლოს, სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში გაიმართა სხდომა პროკურატურის რეფორმის კონცეფციის შემუშავებისა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მოსამზადებელი სამუშაობის დაგეგმვის მიზნით.

„2015 წლის აპრილის დასაწყისში იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა ფართო მასშტაბის

კვლევა, სადაც განხილული იყო მთავარი პროკურორის შერჩევისა და დანიშვნის

განსხვავებული სისტემები, საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები. შემდგომ ეტაპზე

პროკურატურამ საზოგადოებას ასევე წარუდგინა მთავარი პროკურატურის რეფორმის

კონცეფცია, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევისა და დანიშვნის განსხვავებულ წესს

ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული მოდელი გარკვეულწილად

ეხმაურება მოქმედი სისტემის ხარვეზებს, ის საფუძვლიანად მაინც ვერ პასუხობს იმ უმთავრეს

გამოწვევებს, რაც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის პოლიტიკური პროცესიდან

დისტანცირებას და პროცესში მმართველი გუნდის გარდა სხვა ჯგუფების მონაწილეობის

უზრუნველყოფას გულისხმობს“,- ნათქვამია კველვაში.

 

ცალკეა შეფასებული შსს -ს მუშაობა. აქ ყურადღება გამახვილებულია პოლიციის შესდახებ ახალ კანონზე „პოლიციის შესახებ ახალი კანონი“ მის წინამორბედზე უმჯობესია, თუმცა ზოგიერთ პოზიტიურ ჩანაწერთან ერთად, ის ითვალიწინებს საპოლიციო ღონისძიებების მარეგულირებელი ცალკეულ ზოგად და ბუნდოვან დებულებებს. საპოლიციო ღონისძიებების ამ სახით ფორმულირებამ გაუმართლებლად გააფართოვა პოლიციის პრევენციული ფუნქცია და შექმნა ადამიანთა პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი და სახიფათო ჩარევის რისკი.

საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა შემდეგი

ტენდენციები:  გასული ორი წლის განმავლობაში პოლიციამ, პრევენციული საპოლიციო

ღონისძიებების ფარგლებში, არაერთი რეიდი ჩაატარა საქართველოს მასშტაბით, რა

დროსაც ცალკეული უფლებადარღვევის ფაქტები გამოვლინდა. საია სასამართლოში

რეიდების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დაკავებულ

რამდენიმე პირს იცავდა.  ამ შემთხვევებიდან არც ერთში სასამართლომ არ გაიზიარა

პოლიციის არგუმენტები და არ დაადასტურა მოქალაქის მხრიდან ადმინისტრაციული

სამართალდარღვევის ფაქტი“, - ნათქვამია კვლევაში.

 ორგანიზაცია პრობლემების ჩამონათვალს გვთაზაობს. ესენია:  შსს-ს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის მიღება გასული ორი წლის განმავლობაში

დაბრკოლებას წარმოადგენდა, თუმცა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში გადაიდგა

გარკვეული ნაბიჯები გამჭვირვალობის მიმართულებით და მოხდა შსს-ს რიგი

დეპარტამენტების დებულებების გასაჯაროება.  შსს-სთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა. გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პოლიციის მხრიდან სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია რეკომენდაციებსაც იძლევა, როგორც პროკურატურსითვის, ისე შსს -თვის. 

ხელისუფლებამ პროკურატურის ინიცირებული რეფორმის ფარგლებში უზრუნველყოს

ინსტიტუციური გარანტიების შექმნა პოლიტიკური გავლენებისგან პროკურატურის სისტემის

დამოუკიდებლობისთვის. ამისათვის, აუცილებელია: 1. მთავარი პროკურორის არჩევის წესის საფუძვლიანი ცვლილება. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი სათანადოდ იყოს დისტანცირებული პოლიტიკური აქტორებისაგან და შერჩევა ეფუძნებოდეს კანონით წინასწარ დადგენილ ობიექტურ კრიტერიუმებს. შერჩევის პროცესში სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი აპოლიტიკური, ნეიტრალური პროფესიული წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა, ხოლო მთავარი პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს; 2. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლების განსაზღვრა. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით უნდა იყოს შესაძლებელი;

3. მთავარი პროკურორის შერჩევის კრიტერიუმების დადგენა, მისი ერთი ვადით არჩევის

წესის განსაზღვრა და სხვა გარანტიები, რაც ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობის

ხარისხის გაზრდას.

რეკომენდაციები  შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის

ხელისუფლებამ ძირ ეული რეფორმები უნდა გაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროში

თავმოყრილი ფართო ძალაუფლების გადანაწილების მიზნით. ინიცირებული რეფორმის

ფარგლებში, მნიშვნელოვანია: 1. ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა დეპოლიტიზირებული სისტემის უზრუნველსაყოფად. მათ შორის, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სხვა მნიშვნელოვანი დანაყოფების დისტანცირება სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან; 2. ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, სისტემაში თავმოყრილი ძალაუფლების

გადანაწილება, უშიშროების სამსახურების დისტანცირება სამინისტროდან და საპოლიციო და საგამოძიებო სამსახურებიდან; 3. პრევენციული და საგამოძიებო მიზნებისთვის მოპოვებული ინფორმაციის მიმოცვლის პრაქტიკის შეზღუდვა და მოპოვებული ინფორმაციის გაზიარებისთვის მკაცრად რეგლამენტირებული წესების შემუშავება; 4. გამჭვირვალობის მიღწევის მიზნით, სამინისტროს შიდა მარეგულირებელი აქტების, მათ შორის, მნიშვნელოვანი დეპარტამენტების დებულებების გასაჯაროება; 5. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის გაუმჯობესება და სამინისტროს პოლიტიკის არსებითი გარდაქმნა მეტი გამჭვირვალობის სასარგებლოდ; 6. საჯარო ინფორმაციის დამუშავება და შენახვა იმ ფორმით, რაც გააადვილებს დაინტერესებული მხარისთვის მისი დროულად გადაცემის პროცესს;  7. პოლიციის შესახებ კანონის გადასინჯვა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა; 8. პოლიციის და საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით

მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში; 9. პოლიციის პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპის გაძლიერება და ამ მიზნით ეთიკის ნორმების დაზუსტება და მათი შესრულების მკაცრი კონტროლი; 10. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული

საკანონმდებლო პროცესის შესახებაც საუბრობენ . ანგარიშის მიხედვით,  არჩევნების შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებო იყო სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული რეგულაციების რეფორმის პროცესი. „შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში

მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა რიგი მიმართულებებით, მათ შორის: გაუქმდა სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი, გაუმჯობესდა საპროცესო შეთანხმების მარეგულირებელი კანონმდებლობა, დაცვის მხარეს მიენიჭა ჩხრეკა/ამოღების განხორციელების უფლება, თუმცა ჩამოერთვა საგამონაკლისო წესით მტკიცებულებების წარდგენის უფლება, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსის ფართომასშტაბიან

რევიზიაზე. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა

ცვლილებების პროექტი. ცვლილებების განხილვა სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაზე

მიმდინარეობდა. პროექტი გასაცნობად ასევე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო

მაცნეს ვებგვერდზე“,- ნათქვამია კველავში.  პოზიტიურადაა  შეფასებული დაზარალებულის (დაზარალებულის, უფლებამონაცვლის) ცალკეული უფლებების გაზრდა სისხლის სამართლის პროცესში. მათ შორის, დაზარალებულად არცნობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ზემდგომ პროკურორთან/სასამართლოში.

„უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულთა უფლებები გარკვეულწილად გაიზარდა ასევე საპროცესო შეთანხმების დროს;  განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნა, რომელიც სპეციალურ ინსტიტუტებს, მექანიზმებსა და სისტემებს ამკვიდრებს მართლმსაჯულებასთან შემხებლობაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსი განსხვავებულ სტანდარტებს აწესებს არამხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანებისთვის, ასევე მოწმე და  დაზარალებული არასრულწლოვნების მიმართაც“, - ნათქვამია კვლევაში.  

    კოდექსის მიღება

დადებითად შეაფასა „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე

მართლმსაჯულებისთვის“ და ხელისუფლების ყველა შტოს მისი თანმიმდევრული და

ეფექტური იმპლემენტაციისკენ მოუწოდა. დადებიტი საკანონმდებლო ინიციატივების გარდა არასამთავრობოები რეგრესულ ინიციატივებზეც საუბრობენ,   რომელშიც მოხვდა მოწმის დაკითხვის  ახალი წესის ამოქმედების გადავადება.  „სამწუხაროდ, მოწმის დაკითხვის გაუმჯობესებული მოდელის ამოქმედების გადაწყვეტილება არც ახლად არჩეულმა პარლამენტმა მიიღო და 2013 წლის ბოლოს ძალაში დატოვა მოძველებული მოდელი, რომელიც გაუმართლებელ უპირატესობას ანიჭებს ბრალდების მხარეს, გარდა ამისა, ამ დრომდე, უცნობია

ხელისუფლების პოზიცია და გეგმა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება კიდევ ერთ კრიტიკულ საკითხს ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ, ორგანიზაციების აზრით,  მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების თავის ინტეგრირება.“ამ გადაწყვეტილებით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გავრცელდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი სტანდარტები, რაც მანამდე არ არსებობდა. აღნიშნული პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, პარლამენტმა ვერ მოახერხა, სათანადოდ გადაეწყვიტა კომუნიკაციის მონაცემებზე პირდაპირი წვდომის საკითხი.  პარლამენტმა შსს-ს

შეუნარჩუნა შესაძლებლობა, განახორციელოს თვალთვალი და მიყურადება სათანდო

კონტროლის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად აკნინებს პარლამენტის მიერ აგვისტოში მიღებულ

სტანდარტს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. ამასთან, პარლამენტმა

სრულიად გაუმართლებლად ფარული მიყურადების განხორციელებაზე თანხმობის გაცემის

უფლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიანიჭა, რომელიც პროცესის მთავარი

მაკონტროლებელი უნდა ყოფილიყო.

41 აღნიშნული ცვლილებების კონსტიტუციურობასთან

დაკავშირებით კამპანია „ეს შენ გეხებამ“ სარჩელი შეიტანა საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლოში“,- ნათქვამია კვლევაში.  

 

მომდევნო ეტაპზე სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სისტემის შეფასების ანგარიშს შემოგთავაზებთ, რომელიც ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და  

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა  (EMC) მოამზადა.

 

 

 

 

 

ავტორი: ანა ჯიქია