|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სომხეთში აქციაზე 237 ადამიანი დააკავეს

სომხეთში მოსახლეობა დენისა და გაზის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს.  აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს,  რა დროსაც 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 პოლიციელი, 7 კი დემონსტრანტია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სომხეთის პოლიციის უფროსის, აშოტ აგარონიანის ინფორმაციით, დაკავებულია 237 აქტივისტი დააკავეს.  ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  დემონსტრაციის ადგილას მათ ცივი იარაღიც აღმოაჩინეს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტთან  შეხვედრას ითხოვნდნენ.  საპროტესტო აქციას სამოქალაქო მოძრაობა "არა ქურდობას" მართავდა.  ერევნის პოლიციის წარმომადგენელმა, ვალერი ოსიპიანმა აქციის დაშლის დაწყებამდე დემონსტრანტებს მოუწოდა დაეტოვებინათ ცენტრალური მოედანი. 
 საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან. ინფორმაციას  ტელეკომპანია "დოჟდი" სომხურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  
გავრცელებული ინფორმაციით,  დააკავებულია  რადიო "თავისუფლების" სომხეთის ბიუროს ჟურნალისტი, ტელეკომპანია "გალას" ჟურნალისტი,  გამოცემა news.am-ის, HETQ-ისა და panarmenian.net-ის ჟურნალისტებიპოლიციამ გაავრცელა  განცხადება სადაც  აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები დემონსტრაციის დაშლის დროს იმ ზონაში იმყოფებოდნენ, სადაც პოლიცია ოპერაციას ატარებდა და მედიის წარმომადგენლებმა სამართალდამცველთა მოწოდებას ყურადღება არ მიაქციეს.  
ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს.

ავტორი: ანა ჯიქია