|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თბილისის მაგალითმა აჩვენა, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ ნორმების უგულებელყოფის შემთხვევაში"

 ქუთაისში რამდენიმე კვირაა, რაც პლასტსმასის ნარჩენებისათვის  კონტეინერები დაიდგა, რომლებიც ნელ-ნელა ივსება პლასტმასის ნარჩენებით.   კონტეინერები  უმეტესწილად, ქალაქის ცენტრშია განთავსებული. ამიტომ ძირითადი ნარჩენები, მაინც  ერთ კონტეინერში გროვდება და ნაგავსაყრელზე იყრება.

  ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, კარგი იქნება, თუ დაემატება პლასტმასისათვის განკუთვნილი კონტეინერები.  ასევე  სხვა  ნარჩენების განსაცალკავებლად დაიდგმება განსხვავებული ურნები, რათა მოსახლეობამ შეძლოს გარჩევა რომელი კონტეინერი, რისთვისაა განკუთვნილი. 

 "ამ ბოლო დროს ქალაქში, ცენტრალურ ნაწილში ვხედავ პლასტმასისთვის განკუთვნილ კონტეინერებს. ეს ძალიან კარგია, თუმცა უფრო კომფორტული იქნება, თუ მსგავსი კონტეინერები სახლთან ახლოსაც მექნება. ახლა მათ მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როდესაც ქუჩაში რაიმე გამაგრილებელ სასამელს ვიყიდი. სახლის პირობებში კი  ნარჩენებს, სამწუხაროდ, ერთ კონტეინერში ვათავსებ",-აღნიშნა მოქალაქე ხატია  ბაკურაძემ.

 ნინო ჯიქიას თქმით, კი კარგი იქნება თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსაცალკევებლადაც  განსხვავებული ურნები დაიდგმება: "ადრეც დადგეს ორ-ორი კონტეინერი, რომ მოსახლეობას დახარისხებულად ჩაეყარა ნარჩენები, მაგრამ კონტეინერები გარეგნულად ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდებოდა. ამიტომ  ყველა ერთნაირად ყრიდა  ორივეში ნარჩენებს. ახლა პლასტმასი ნარჩენებისათვის განსხვავებული კონტეინერები დადგეს, ეს კი უკვე ნამდვილად არავის შეეშლება".

   გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის  "სპექტრი" წარმომადგენელი,  ქეთევან ცხაკაია  "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ უნდა მოხდეს სხვა ნარჩენების გადახარისხებაც.

" პლასტმასის დახარისხებისა და  შეგროებისათვისათვის ქალაქში სულ 100 კონტეინერია.   როდესაც პლასტმასის დახარისხებულად გროვდება,  შემდეგი ეტაპი არის უტილიზაციის, ანუ გადამუშავების.  საზოგადოება მიეჩვია ნარჩენების გადახარისხებას და პლასტმასების  შეგროვებას, რაც ამარტივებს საქმეს. შემდეგი ეტაპი კონტეინერების დამატება იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით, რადგან 100 კონტეინერი საკმარისი არ არის.  ამ ეტაპზე, ეს კონტეინერები დგას იმ ადგილებში, სადაც  მეტი არის ამ  ნარჩენების წარმოქმნის წყარო.  ასევე აუცილებელია გაკეთდეს სხვა ნარჩენების გადახარისხებაც",-აღნიშნა ქეთევან ცხაკაიამ.  მისი თქმით,   კონტეინერების  რაოდენობის გაზრდას ქალაქის მერია აპირებს.

ნარჩენების გატანა უფრო დიდ  პრობლემას წარმოადგენს  სოფლებში. გარემოს დამცველის ნინო ჩხობაძის განმარტებით,  პრობლემა უფრო მწვავედ დგას სოფლებში, რადგან არსებობს გზებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემა. სოფლებიდან ნაგვის გატანა ვერ ხერხდება, რის შედეგადაც ბინძურდება გარემო.

"თბილისის მაგალითმა აჩვენა, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ შესაბამისი ნორმების უგულებელყოფის შემთხვევაში. მაგალითად,  ჭიათურას არ გააჩნია ნაგავსაყრელი. ნარჩენების გატანა ხდება  საჩხერის ტერიტორიაზე.  ნარჩენების მართვის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, საჭიროა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მეტი თანხების მობილიზება",- აღნიშნა ჩხობაძემ.

 მისივე თქმით, სასურველია, სოფლებში მინიგადამტვირთავი სათბურების გაკეთება, რაც სოფლებიდან ნაგვის გატანის პრობლემას მოაგვარებს. 2017 წლისთვის ნარჩენების მართვის გეგმა ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს. ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულების ერთ-ერთი ნაწილი. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა