|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთის ხელისუფლება საერთაშორისო კრედიტორებთან დათმობებზე მიდის


"ბიბისის" ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი  მოსახლეობას ეროვნული ტელეარხის ეთერით მიმართავს. როგორც მოსალოდნელია, იგი საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს. 
 ცნობილი ხდება, რომ საბერძნეთის ხელისუფლება საერთაშორისო კრედიტორებთან გარკვეულ დათმობებზე მიდის. ალექსის ციპრასმა კრედიტორებს წერილი გაუგზანა, სადაც ის ამბობს, რომ მზად არის ევროზონის ლიდერების უმრავლესობის პირობებს დათანხმდეს. თუმცა, რამდენიმე პირობაში ცვლილების შეტანას ითხოვს. კერძოდ, სურს, რომ საბერძნეთის კუნძულების მოსახლეობისთვის დღგ-ის რაოდენობა შენარჩუნდეს და საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდის პროცესი არა დაუყოვნებლივ, არამედ ოქტომბრიდან დაიწყოს. ევროგაერთიანების ლიდერების მხრიდან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ათენთან დღესაც გრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი