|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ათენში საპროტესტო აქციები პოლიციამ დაშალა

ათენში, რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე, მოსახლეობა თავის პოზიციას აქციებზე აფიქსირებს, თუმცა ამ აქციებს მშვიდად არ ჩაუვლია. საბერძნეთის დედაქალაქში  გუშინ რამდენიმე შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.  რეზინის ტყვია "იმედის" ჟურნალისტსაც მოხვდა.

ათენში ერთდროულად ორი აქცია  კრედიტორების პირობების მიღბის მომხრეების და მოწინააღმდეგეების. მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა ქუჩაში ანარქისტები და აგრესიულად გამნწყობილი მოქალაქეებიც გამოვიდნენ. მათ პოლიციელებს ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს, საპასუხოდ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მიიღეს. რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. არიან დაკავებულებიც.

ბოლო გამოკითხვებით, საერთაშორისო კრედიტორების წინადადების მიღებას უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს. თუ ასეთი შედეგი რეფერენდუმზე დაფიქსირდება, მაშინ, შესაძლოა, თანამდებობა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრასმა დატოვოს.

5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ხელისუფლებამ კრედიტორების პირობები.

ავტორი: ირინა მაკარიძე