|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ისევ ჩავდგებით ბანკების 900 კაციან რიგებში, მაგრამ როდემდე?

"გადაეცით ჩვენს ტელე არხებს, პრესას, მთავრობას და ყველას, ვინც მწარედ განიცდის ჩვენს ბედს: ნუ სწუხან ასე ძალიან! ერთი კვირა გაძლონ როგორმე!
20 წელიწადია განუწყვეტლივ იგზავნება თანხა საქართველოში და იმ გაგზავნილი მილიარდებით რა გააკეთეს, ამ რამოდენიმე დღის ფულს რომ მისტირიან... დამშვიდდნენ!
ჩემო საქართველოში მყოფო ქართველებო, ჩვენ შეჩვეული ვართ ამ სირთულეებს. თქვენ რომ არ გაგებინებთ, გგონიათ, რომ ყოველ დღე დასაქმებულნი ვართ? ყოველ დღე ვიღებთ ხელფასს? არა!
ბევრი გაჭირვება გამოგვივლია, მაგრამ თქვეთვის არ გვითქვამს!
ბევრჯერ მშიერს გაგვიტარებია დღე, მაგრამ თქვენთვის არ შეგვიტყობინებია!
ბევრჯერ ქუჩაშიც ღამე გაგვითენებია, მაგრამ არ დაგვიწუწუნია!
დამშვიდდით! ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ! თქვენ იყავით ოღონდ კარგად და მაძღრად! 
არ იჯავროთ, ბანკებიც გაიხსნება, ხელფასებსაც ავიღებთ და ისევ ისე, ჩვეულებისამებრ დავდგებით 'რიკო ბანკის, 'ვესტერნ უნიონის', 'ინტელ ექსპრესის' გრძელ 900 კაციან რიგებში...
მაგრამ ერთი კითხვა ისევ შეგვაწუხებს:
- რ ო დ ე მ დ ე ?"-წერს ქართველი ემიგრანტი ქალბატონი მარინა გელოვანი"ნიუპრესის" მიერ მომზადებული მასალის კომენტარებში.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა