|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სილვიო ბერლუსკონის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

იტალიის ექსპრემიერის ნეაპოლის სასამართლომ 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ექსპრემიერი  დამნაშავედ 2006 წელს იტალიის მაშინდელი მთავრობის დამხობის მიზნით, სენატორის მოსყიდვაში სცნეს.

მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, სილვიო ბერლუკოსნის 5 წლის ვადით სახელმწიფო სამსახურში მუშაობაც აეკრძალა. სილვიო ბერლუსკონი ბრალდებას უარყოფს. სავარაუდოდ, ის სასჯელსაც არ მოიხდის, რადგან, იტალიის კანონმდებლობით, ასაკოვანი ადამიანები ციხეში მხოლოდ მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გადაჰყავთ.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა