|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკოლოზ ბასილაშვილმა “ჩელენჯერის” კატეგორიის ტურნირი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა “ჩელენჯერის” კატეგორიის ტურნირი მოიგო. ტურნირი  ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში გამართული ტურნირი (საპრიზო ფონდი 42 500) ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლოზმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის 122-ე ნომერი, რუსი ანდეი კუზნეცოვი 3 სეტში 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა. ბასილაშვილს რუსის დასამარცხებლად 2 საათი და 18 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზმა 5 ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. კუზნეცოვს 7 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 6 150 ევრო მოიგო და რეიტინგში 90 ქულა დაიმატა. ამ დროისთვის ლაივ-რეიტინგში ბასილაშვილი 90-ე ადგილზე იმყოფება. ხვალ კი ოფიციალურად განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდება და პირველი შემთხვევა იქნება, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 100 საუკეთესო ჩოგბურთელკს შორის იქნება. 

ამ კვირას ბასილაშვილი იტალიაში ბიელას საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.  


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა