|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მშვილდოსნებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვეს

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები საქართველოს ქალთა მშვილდოსნობის ნაკრების წევრებმა მოიპოვეს. ისინი კოპენჰაგენში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ. მშვილდოსნები ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე და ქრისტინე ესებუა  ბრძოლას მედლებისთვის აგრძელებენ. კოპენჰაგენში 26 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით მშვილდოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს გუნდს თამაზ ფუტკარაძე და დავით ლეკვეიშვილი წვრთნიან. ერთერთი მსროლელი ხათუნა ნარიმანიძე მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია.

ავტორი: ანა ჯიქია