|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთში წარმატებით იასპარეზა

ქუთაისის წყალბურთელთა ნაკრებმა "ქუთაისი" ბულგარეთში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ჩემპიონატში საქართველოდან ქუთაისის და ბათუმის გუნდები მონაწილეობდნენ. მეათე საიუბილეო ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის, მაკედონიის და ბულგარეთის ორი გუნდი. რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთთან თამაშზე უარი განაცხადეს და ჩემპიონატს გამოეთიშნენ.
 "ჩვენმა გუნდმა თამაში მეორე ადგილით დაასრულა. პირველ ადგილზე ბულგარეთის "ჩერნომორეცი" გავიდა. ბულგარეთში 12 მოთამაშე და ორი მწვრთნელი ვიმყოფებოდით, მე და სოსო კირიაკიდი. ორშაბათს კიდევ ერთი ჩემპიონატში ვიღებთ
მონაწილეობას- თბილისში,   სადაც "ივერიას" თასზე იმართება შეჯიბრი 1998 წელს დაბადებულებისთვის. ვემზადებით ბათუმის  შავი ზღვის ჩემპიონატისთვისაც," - განაცხადა მწვრთნელმა გია მამისეიშვილმა. 

შავი ზღვის ჩემპიონატი 24 აგვისტოს  გაიმართება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა