|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ არიან ინტერპოლის მიერ ძებნილი ქართველი ქალები?

ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილ პირებს შორის, ცნობილ ადამიანებთან ერთად, მანდილოსნებიც არიან. საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ძებნილთა ჩამონათვალის მიხედვით, ძებნაში 9 მანდილოსანი იმყოფება; მათ უმეტესობას ბრალი თაღლითობაში ედება. 
ლილა უსეინ
1963 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ლილა ბორისის ასული უსეინი პროკურატურის მიერ იძებნება. მას ბრალად ედება ადამიანებით ვაჭრობა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ყალბი დოკუმენტების დამზადება. 
ირინა კარაკეშიშევა
ირინა კარაკეშიშევა 1970 წლის 19 აპრილს დაიბადა. კარაკეშიშევა იძებნება ისანი-სამგორის შს სამმართველოს მიერ საქართველოს სსკ-ის 180- მუხ. 2- ნაწილის "" და 3- ნაწილის "" პუნქტებით (თაღლითობა) და 362- მუხ. 1- ნაწილით და 2- ნაწილის "" პუნქტით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
იზოლდა ძაძამია
იზოლდა ძაძამია 1943 წლის 15 ნოემბერს დაიბადა. ძაძამია ისანი-სამგორის შს სამმართველოს მიერ იძებნება, მას ბრალად ედება თაღლითობა. 
ირმა ქაფიანიძე
საქართველოს მოქალაქე ირმა ქაფიანიძე 1976 წლის 12 იანვარს დაიბადა. ის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლის 2- ნაწილის "" პუნქტით და 3- ნაწილის "

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა