|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლის გვერდით მდებარე სლოტკლუბი დაიხურა

ქუთაისში #1 საჯარო სკოლის გვედით მდებარე სლოტკლუბი დაიხურა. ქალაქის ცენტრში კაზინო გასულ წელს გაიხსნა, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მოსახლეობის თქმით, დაუშვებელია სკოლის გვედით, სადაც მრავალი მოზარდი გადაადგილდება აზარტული თამაშების დაწესებულება ფუნქციონირებდეს.

"ჩემი შვილი ამ სკოლაში დადის და ნამდვილად არ მინდა ყოველ დღე კაზინოს უყუროს, ან ვინ მოიფიქრა სკოლის სიახლოვეს ასეთი რამის გახსნა? ძალიანაც კარგია თუ დაიხურა. დღევანდელობიდან გამომდინარე, ისედაც უკონტროლო გახდა ბავშვების ცხოვრება და სკოლის გვედით კაზინოების გახსნა ნამდვილად არ არის აუცილებელი, იმედია ამაზე იზრუნებს ხელისუფლება და კანონს გაამკაცრებს"–განაცხადა ია კვანტალიანმა. აზარტული და გასართობი თამაშების შესახებ არსებული კანონით, მსგავსი დაწესებულებების გახსნა დაუშვებელია: საგანმანათლებლო, საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში. გარე პერიმეტრზე კი შეზღუდვა არ წესდება. აღნიშნული კანონის მიხედვით, კონტროლის ერთადერთი ბერკეტი საკრებულოს აქვს, რომელსაც შეუძლია ქალაქში რიგ ადგილებზე შეზღუდვები დააწესოს, თუმცა, როგორც საკრებულოს იურისტი მაია სვინტრაძე ჩვენთან საუბარში განმარტავდა, არცერთი მოწვევის საკრებულოს ამ უფლებით

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა