|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განადგურებული ეკლესია და უნიკალური შენობა აღდგენის მოლოდინში  

ქუთაისში, ხანძთელის ქუჩაზე მდებარე უნიკალური აქრიტექტურის შენობაზე ვრცელი ინფორმაცია არ მოიპოვება. როგორც დეკანოზი გიორგი გაბუნია გვიამბობს, შენობა დასავლეთ საქართველოს საჯარისო ნაწილებს ეკუთვნოდა, სადაც წმინდა საკვირველმოქმედი ნიკოლოზის ტაძარი ფუნქციონირებდა, მოგვიანებით  განაწყენებულმა რუსებმა შენობას ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.  დღეს კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე  შენობა ანტისანიტარიის კერად არის ქცეული.განადგურებული ტაძარი, სადაც  ჯარისკაცები ინათლებოდნენ  დეკანოზმა გიორგიმ მეუფე კალისტრატეს  თანადგომით  აღადგინა, თუმცა შენობა ამ დრომდე გუმბათისა და სახურავის გარეშეა დარჩენილი. ტაძარში  მხოლოდ პარაკლისი  აღევლინება დეკანოზი და მრევლი იმედოვნებენ, ერთობლივი ძალისხმევით ტაძარს სრულფასოვან სახეს დაუბრუნებენ. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა