|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინდონეზიური თვითმფრინავი მთას შეეჯახა

ინდონეზიის სამგზავრო თვითმფრინავი ინდონეზიის უკიდურეს აღმოსავლეთის პროვინცია პაპუასთან მთას შეეჯახა, რის შედეგადაც თვითმფრინავში მსხდომი ყველა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას პროვინციის ერთ-ერთი ავიაკომპანიის წარმომადგენელი ავრცელებს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა. 
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.
ლაინერი კომპანია 
"ტრიგანა ეარ სერვისის" კუთვნილებაა, ბორტზე 44 უფროსი ასაკის ადამიანი, ხუთი არასრულწლოვანი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. 


წყარო: BBC

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა