|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფასადების შესაღებად „შეწერილი" ქონებები

ქუთაი­სე­ლი მე­სა­კუთ­რეები, რომ­ლებმაც ქო­ნება ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­­ლი უბნის რებილი­ტა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის დროს და­კარ­გეს, წლების წინ, მა­თი მი­სა­მარ­თით განხორ­ცი­­ლებულ ტე­რორ­სა და მუ­ქა­რა­ზე საუბრობენ. მე­სა­კუთ­რეების განცხადებით, სი­მარ­თლი­სა და სა­მარ­თლი­­ნობის აღ­დგე­ნის დრო­ში ხელი­სუფ­ლებამ ისი­ნი არ უნ­და და­­ვიწყოს.

ქუ­თა­ის­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მცხოვ­რები პი­რებისათ­ვის სა­კუთ­რების ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე­ში ყოფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნები - მხარის გუბერ­ნა­ტო­რი მიხეილ ჩო­გო­ვა­ძე და ქა­ლა­ქის მე­რი ნუგ­ზარ შა­მუ­გია ფი­გუ­რი­რებენ. მე­სა­კუთ­რეებისათ­ვის ქო­ნების ჩა­მორ­თმე­ვა ძი­რი­თა­დად და­ში­ნებით ან ყალბი და­პი­რებებით ხდებოდა, რომ­ლის ას­რუ­ლებას მო­ქა­ლა­ქეები დღემ­დე უშე­დე­გოდ ელი­ან. სახელ­მწი­ფოს სა­სარ­გებლოდ სა­კუთ­რების დათ­მობა  ქა­ლაქ­ში თეთ­რი ხიდი­სა და მონ­პლა­ზი­რის თა­ღის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­­ზე მცხოვ­რებ პი­რებსა და და­წე­სებულებების მფლობელებს 2006 წელს მოუხდათ.

ქუ­თა­ის­ში, ცის­ფერყან­წელ­თა ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რები ლა­მა­რა და ლი­­ნა  ზვი­­და­ძეები იმ კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნებიან, რო­მელ­თა სა­კუთ­რება ქა­ლა­ქის რეაბილი­ტა­ცი­ამ მო­ითხოვა.  ლა­მა­რა ზვი­­და­ძეს აივ­ნის ნა­წი­ლი ჩა­მო­არ­თვეს და მის ად­გი­ლას კე­დე­ლი ამო­­შე­ნეს. ხოლო  ლი­­ნა ზვი­­და­ძის­გან სახლის კე­დე­ლი წა­­ღეს. და­ზა­რა­ლებულების განცხადებით, პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც მა­თი ბინის სახეც­ვლი­ლება შე­დი­­და, ისე შე­ად­გი­ნეს, მათ­თვის არა­ფე­რი უკითხავთ. საცხოვ­რებლის ნა­წი­ლის დათ­მობის სა­ნაც­ვლოდ ოჯახებს  12 000 აშშ დო­ლარს შე­პირ­დნენ. თუმ­ცა შესაღებად თანხა ჯერ თვა­ლი­თაც არ უნახავთ.

„რო­გორც სჩანს, სი­მარ­თლის დრო მო­ვი­და.  აქამ­დე ხმის ამო­ღება არ შეგ­ვეძ­ლო. ახლა საქ­მის აღ­ძრვას ვა­პი­რებთ სახელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ნამ ქო­ნება არ წა­­ღეს, მა­ნამ­დე მიხეილ ჩო­გო­ვა­ძე და ნუგ­ზარ შა­მუ­გია 24 სა­­თი აქ იჯდნენ და გვე­მუქ­რებოდ­ნენ. ვინ იცის, რა დღე­ში გვაყენებდნენ, ვიდ­რე გა­დაწყვე­ტი­ლებას მი­ვი­ღებდით. მარ­ტოხელა პენ­სი­­ნე­რი ვარ, გა­მამ­წა­რეს ამ სიბერე­ში. მე­რე გვეუბნებოდ­ნენ, თუ არ და­თანხმდებით, ეს თანხაც და­გე­კარ­გებათო," - ამბობს ლა­მა­რა ზვი­­და­ძე.

კი­დევ ერ­თი და­ზა­რა­ლებული ქუ­თა­ის­ში, რეს­ტო­რან „ცის­ფერყან­წე­ლების" მე­პატ­რო­ნე თა­მაზ გო­ლე­თი­­ნი­ა. მას 87 კვ. მეტ­რი ფარ­თობის კი­ნო­დარბაზი წა­არ­თვეს. თუმ­ცა, ობიექ­ტის ად­გი­ლი დღემ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა, რად­გან არა­ფე­რი გა­­კე­თებიათ. 

„ჯერ ვფიქ­რობდი  სა­კუთ­რება არ და­მეთ­მო და რეს­ტო­რა­ნიც და­მე­კე­ტა, მაგ­რამ აზ­რი არ ჰქონ­და ამის გა­კე­თებას. გზა­ში დამხვდებოდ­ნენ, ბოლოს­დაბოლოს წა­მალს ჩა­მი­დებდნენ და თა­ვი­სას მა­ინც გა­­ტან­დნენ. მა­შინ  მათ წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლას აზ­რი არ ჰქონ­და. შემ­დეგ ვეხვე­წებოდი, ცო­ტა ად­გი­ლი მა­ინც და­მი­ტო­ვეთ-მეთ­ქი და არ გა­­გო­ნეს,"  - ამბობს თა­მაზ გო­ლე­თი­­ნი. 

ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­­ლი უბნის რეაბილი­ტა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი 2008 წელს და­იწყო. თუმ­ცა პრო­ცე­სი მხოლოდ შე­ნობა-ნა­გებობების ფა­სა­დების შე­ღებვით შე­მო­­ფარ­გლა, რო­მელ­თა ნა­წი­ლი დღეს ისევ რეაბილი­ტა­ცი­ას სა­ჭი­როებს. მო­ქა­ლა­ქეების თქმით, რეაბილი­ტი­რებულ ფა­სა­დებს მიღ­მა ან­ტი­სა­ნი­ტა­რია და ნა­გა­ვი­ა. ისი­ნი ასე­ვე, რეაბილი­ტი­რებული უბან­ში შეს­რუ­ლებულ უხარისხო სა­მუ­შა­ოებზეც საუბრობენ.

„მშე­ნებლობის შე­დე­გად სახლის კედ­ლები და სა­ძირ­კვე­ლი და­ზი­ან­და. ჯერ თავს იკ­ლავ­დნენ, თქვენს გა­მო ქა­ლა­ქის იერ-სახეს ვერ და­ვარ­ღვევ­თო. შემ­დეგ გვითხრეს, ყვე­ლა სახურა­ვი ერ­თი ფე­რის უნ­და იყოსო. ახალ­გა­დახურულ სახლზე სახურა­ვი აგ­ვიძ­რეს და თა­ვი­სი მა­სა­ლით დახურეს. ჩვე­ნი კა­რებები გა­მოც­ვა­ლეს და და­­მუ­შა­ვებული, ნედ­ლი მა­სა­ლი­სა­გან დამ­ზა­დებული კა­რი ჩას­ვეს. რო­მე­ლიც ჯერ ერ­თი დაშ­ლის პი­რა­სა­ა, მე­რე მე­­რე, მა­გის გა­მო ქა­რის გვე­ში­ნი­ა. ქა­რი რომ არის, კა­რებებს თო­კით ვაბამთ. ეს არის მა­გა­თი რეაბილი­ტა­ცი­ა?  ამის გა­მო და­­ში­ნეს ხალხი?," - ამბობენ ზვი­­და­ძეები.

ქა­ლა­ქის რეაბილი­ტი­რებულ ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში შე­ღებილი ფა­სა­დით „ი­წო­ნებს" თავს ყოფი­ლი რეს­ტო­რან „ი­მე­რე­თის" შე­ნობაც, რო­მე­ლიც აწ გარ­დაც­ვლილ ბონ­დო შა­ლი­კი­ანს „შე­­წე­რეს". შა­ლი­კი­ანს ქო­ნება მი­სი და­კავების შემ­დეგ ჩა­მო­არ­თვეს.

ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში მიმ­დი­ნა­რე აღ­მშე­ნებლობის დროს საცხოვ­რებლის გა­რე­შე დარ­ჩნენ დები გი­გი­­ძეებიც. მა­თი ერ­თსარ­თუ­ლი­­ნი სახლი იმ  ად­გი­ლას მდებარეობდა (თეთრ ხიდ­თან), სა­დაც ებრა

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა