|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უხარისხო რეაბილიტაციიდან შეჩერებულ პროექტამდე

„გაც­ნობებთ, რომ ამჟამად ქუ­თა­­სის წყალ­მო­მა­რა­გების გა­უმჯობესების მიზ­ნით პრო­ექ­ტები არ ხორ­ცი­ელ­დება და არც იგეგ­მება უახლო­ეს მო­მა­ვალ­ში" - ასე­თია ოფი­ცი­­ლუ­რი წე­რი­ლობითი პა­სუხი სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რების ფონ­დის (MDF) მი­ერ, რო­მე­ლიც უშუ­­ლოდ განმხორ­ცი­­ლებლია ქუ­თა­ის­ში წყლის სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის.

პა­სუხით, რო­მე­ლიც „ახალ­მა გა­ზეთ­მა" ფონ­დის­გან მიმ­დი­ნა­რე წლის 4 დე­კემბერს მი­­ღო, პრაქ­ტი­კუ­ლად ეჭვ­ქვეშ დგება იმ სა­მუ­შა­ოების შეს­რუ­ლება, რო­მელ­საც ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლების გა­და, ახალი მთავ­რობის წარ­მო­მად­გენ­ლებიც აა­ნონ­სებენ.

„სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­­ნებული წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის" ქუ­თა­­სის სერ­ვის ცენ­ტრში კი აცხადებენ, რომ მომ­ავა­ლი, 2013 წლი­დან, აზი­ის გან­ვი­თა­რების ბან­კის და­ფი­ნან­სებით  ქუ­თა­ის­ში ახალი, ფარ­თო­მას­შტაბის წყალ­მო­მა­რა­გების სის­ტე­მის სა­რეაბილი­ტა­ციო პრო­ექ­ტი და­იწყება, რომ­ლის ღი­რებულება   40 000 000 ლა­რი­ა.

ვინ და რის ხარჯზე იძ­ლე­ვა და­პი­რებებს, რომ­ლი­თაც ქუ­თა­­სის მო­სახლეობა ბოლო 5 წე­ლია 24-სა­­თი­ან წყალ­მო­მა­რა­გებას ელო­დება? რა თანხები დაიხარჯა და­პი­რების შე­სას­რუ­ლებლად და რა მი­­ღო მო­სახლეობამ? „ახალი გა­ზე­თი" ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძიებაში აღ­ნიშ­ნულ კითხვებზე პაუხების გა­ცე­მას შე­­ცა­და, რომ­ლის კვა­ლი ყოფი­ლი მთავ­რობის ფა­ვო­რიტ კომ­პა­ნიებთან და უხარისხო რეაბილი­ტა­ცი­­დან შე­ჩე­რებულ პრო­ექ­ტამ­დე მი­ვი­და.

***

მა­ნა­ნა როხვა­ძე ქუ­თა­ის­ში, რაზ­მა­ძის მე­სა­მე შე­სახვევ­ში („პლა­შად­კის" და­სახლება) ცხოვ­რობს. და­სახლებაში წყლის სის­ტე­მის სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები ერ­თი წლის წინ განხორ­ცი­ელ­და. თუმ­ცა მო­სახლეობა წყალს დღემ­დე გრა­ფი­კით იღებს. გარ­და ამი­სა, მათ ქუ­ჩებში, მი­ლებიდან დაღ­ვრი­ლი წყლის პრობლე­მა აწუხებთ. რო­მე­ლიც გუბეებად დგება და გა­და­ად­გი­ლებას აფერხებს.

„სად არის 24 სა­­თი­­ნი წყალი? დი­ლით 7-8 სა­ათ­ზე მო­დის და 12-13 სა­­თამ­დე მოგ­ვე­წო­დება. ზოგჯერ ესეც არ არის. და თუ წყალი მო­დის, შემ­დეგ გა­რეთ ვე­ღარ გა­მოვ­დი­ვართ, ქუ­ჩა­ში მი­ლებიდან ამო­დის და ყვე­ლა­ფე­რი იტბორება. რა რეაბილი­ტა­ცი­­ზეა საუბარი, მო­ვიდ­ნენ,  ქუ­ჩები გა­დათხარეს და ახალი მი­ლების ნაც­ვლად ისევ ძვე­ლები ჩაყარეს," - ამბობს რაზ­მა­ძის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რები მა­ნა­ნა როხვა­ძე.

იგი­ვე პრობლე­მა­ზე საუბრობს ქუ­თა­ის­ში, გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რები თა­მუ­ნა გო­გე­ლი­ძე. მი­სი თქმით რეაბილი­ტა­ცი­ის დროს, წყლის ახალ მი­ლებთან ერ­თად, ძვე­ლებიც გა­მოიყენეს. სა­­და­ნაც, წყალი იღ­ვრება. წყლის მი­წო­დება კი გა­სუ­ლი წლების მსგავ­სად, ახლაც გრა­ფი­კით ხდება.

ქუ­თა­ის­ში, „პლა­შად­კის" და­სახლებაში წყლის სის­ტე­მის სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები შპს „წყალ­კა­ნალ­რემ­მშენ­მა" გა­ნახორ­ცი­­ლა, რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რების ფონ­დის მი­ერ გა­მოცხადებულ ტენ­დერ­ში გა­მარჯვებულ­მა კომ­პა­ნი­ამ. ტენ­დე­რის შე­დე­გად, „წყალ­კა­ნალ­რემ­მშენს"  წყალ­სა­დე­ნის ქსე­ლის რეაბილი­ტა­ცია „პლა­შად­კის" და­სახლების გარ­და, ბუხაი­ძის მიკ­რო­რა­­ონ­შიც და­­ვა­ლა. ჯამ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვით­რების ფონ­დი­დან  მი­ღებული მო­ნა­ცე­მებით, კომ­პა­ნი­ამ 3 მი­ლი­ონ 239 408 ლა­რი მი­­ღო. სა­მუ­შა­ოები ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კმა და­­ფი­ნან­სა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის სულ 5 მი­ლი­ონ 536 796 ლა­რი გა­მოჰყო.

თუმ­ცა, პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც ორი და­სახლების - „პ­ლა­შატ­კი­სა" და ბუხაი­ძის  წყლის სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებდა,  24 სა­­თი­ან წყალ­მო­მა­რა­გებაზე საუბარი არც ყოფი­ლა. რო­გორც ეს მო­სახლეობას ჯერ კი­დევ 2009 წლის აპ­რილ­ში პრე­ზი­დენ­ტმა დაჰპირ­და.

„რეაბილი­ტა­ცი­ის შე­დე­გად ქა­ლა­ქს ორ რა­­ონს ბუხაი­ძი­სა და „პლა­შად­კის" მო­სახლეობას, სა­ერ­თო რა­­დე­ნობით 20 000 კა­ცი, წყალი მი­­წო­დება 8-10 სა­­თის გან­მავ­ლობაში, ყოველ დღე," - ნათ­ქვა­მია პრო­ექ­ტის მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებში.

წყლის სის­ტე­მის სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ორ და­სახლებაში „წყალ­კა­ნალ­რემ­მშენ­მა" გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში და­იწყო, რომ­ლის დას­რუ­ლების თა­რი­ღად 2012 წლის 1 თებერ­ვა­ლია მი­თი­თებული. დღეს, მო­სახლეობა ამბობს, რომ რეაბილი­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მათ წყალი მხოლოდ 5 სა­­თის გან­მავ­ლობაში მი­­წო­დებათ.

„პლა­შად­კი­სა" და ბუხაი­ძის და­სახლება გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის, რომ­ლის მო­სახლეობა წყალს დღემ­დე გრა­ფი­კით იღებს. ამ დრომ­დე ქა­ლა­ქის მას­შტაბით შეს­რუ­ლებული სა­მუ­შა­ოების  შე­დე­გად, ქუ­თა­ის­ში უწყვე­ტი, 24 სა­­თი­­ნი წყალ­მო

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა