|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

22 სოფელზე მორგებული სახანძროს ერთი მანქანა წყლის გარეშე

გა­სულ კვი­რას, იმე­რეთ­ში, ხონი­სა და ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებში ხან­­რის ორი შემთხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ხონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­მა­შევ­ში 15 ჰექ­ტა­რი ტყის ფარ­თობი და­იწ­ვა, ხოლო ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბაგი­ნეთ­ში ხან­ძარ­მა საცხოვ­რებელი სახლი გა­­ნად­გუ­რა.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქეებისა­გან ირ­კვე­ვა, ხონ­ში სახან­ძრო დახმა­რების სამ­სახური შემთხვე­ვის ად­გი­ლას დაახლოებით სა­მი სა­­თის დაგ­ვი­­ნებით მი­ვი­და, რის გა­მოც ცეცხლი გაძ­ლი­ერ­და და მი­სი და­სახლებულ პუნ­ქტამ­დე მიღ­წე­ვის საფრთხე არ­სებობდა.

ცეცხლის გავ­რცე­ლებას ხელს ძლი­­რი ქა­რიც უწყობდა, რის გა­მოც ხან­ძრის  ლიკ­ვი­და­ცი­ას ერ­თდრო­­ლად ხონის, წყალ­ტუბოს, ქუ­თა­­სი­სა და სამ­ტრე­დი­ის სახან­ძრო სამ­სახურები ცდი­ლობდნენ.

რაც შეეხება ვა­ნის მა­ღალ­მთი­ან სო­ფელ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს, რო­გორც ად­გი­ლობრი­ვები ჰყვებიან, სახან­ძრო სამ­სახური თავ­და­პირ­ვე­ლად ვა­ნი­დან გა­მო­­ძახეს. თუმ­ცა, ად­გილ­ზე მი­სუ­ლი სახან­ძროს მან­ქა­ნა მა­ნამ­დე გა­ფუჭ­და, ვიდ­რე ცეცხლის ჩაქ­რობას და­იწყებდა და ხან­ძრამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა ჩა­კე­ტა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მო ად­გი­ლობრი­ვებს ხან­ძრის ჩაქ­რობის ნაც­ვლად მწყობრი­დან გა­მო­სუ­ლი მან­ქა­ნის უკან და­საბრუ­ნებლად  ცალ­კე მან­ქა­ნის გა­მო­ძახება  დას­ჭირ­დათ. გარ­და ამი­სა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სახან­ძრო მან­ქა­ნას  ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­­სათ­ვის სა­ჭი­რო  წყლის მა­რა­გიც არ ჰქონ­და. ცნობილი ხდება ისიც, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაახლოებით  22-მდე სო­ფელს ერ­თი მან­ქა­ნა ემ­სახურება.

ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან გა­მო­ძახებული სახან­ძრო დახმა­რების მან­ქა­ნის „მარცხის" შემ­დეგ, მო­სახლეობამ დახმა­რება ქუ­თა­­სის სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების სამ­სახურს სთხოვა, სა­­და­ნაც  შემთხვე­ვის ად­გი­ლას ორი მან­ქა­ნა ჩა­ვი­და. თუმ­ცა,  მეხან­ძრეების  ად­გილ­ზე მის­ვლის მო­მენ­ტი­სათ­ვის  საცხოვ­რებელი სახლი უკ­ვე დამ­წვა­რი იყო.

ცეცხლი ეზო­ში მდებარე ხეებს ეკი­და და შემთხვე­ვის ად­გი­ლის მახლობლად მდებარე სახლის დაწ­ვის საფრთხეც არ­სებობდა.

„სახან­ძრო დახმა­რების სამ­სახურს იმი­ტომ იძახებ,  რომ მი­სი დახმა­რების  იმე­დი გაქვს, უბედუ­რი შემთხვე­ვის დროს მო­გეშ­ვე­ლება. მაგ­რამ რა­ღა სას­წრა­ფო და რა­ღა სახან­ძრო. ერ­თი არის ორი­ვე. ვე­ღარ გა­ვი­გეთ სახან­ძროს გა­ფუ­ჭებული მან­ქა­ნი­სათ­ვის მოგ­ვევ­ლო თუ ცეცხლი ჩაგ­ვექ­რო. ადა­მი­­ნები აზ­რზე არ იყვნენ რას აკე­თებდნენ, გა­გიჟებულები დარბოდ­ნენ ცეცხლის ჩა­საქ­რობად, მაგ­რამ ამხელა სახლი რომ იწ­ვის, შენ რამ­დე­ნი­მე ლიტ­რი წყლით  რას უშ­ვე­ლი,"  - ამბობენ ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბაგი­ნეთ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის თვითმხილ­ვე­ლები.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებში სახან­ძრო სამ­სახურები გამ­გეობებს ექ­ვემ­დებარებიან და ძი­რი­თა­დად ერ­თი მან­ქა­ნით შე­მო­­ფარ­გლებიან.  მან­ქა­ნების უმ­რავ­ლე­სობა თა­ვის მხრივ ამორ­ტი­ზებული­ა, რაც მათ მუ­შაობაზეც აი­სახება.

ქუ­თა­­სის სა­გა­­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახურ­ში აცხადებენ, რომ რა­­­ნების სახან­ძროებს 30 წლის მან­ქა­ნები ჰყავთ, რის გა­მოც, ხშირ შემთხვე­ვა­ში, მათ ქუ­თა­­სი­დან ეხმა­რებიან. „თუმ­ცა აქ საწ­ვა­ვის პრობლე­მა­ა. ჩვენ ყველ­გან ჩვე­ნი საწ­ვა­ვით ვერ ვივ­ლით. გა­სულ კვი­რას ხონ­ში მომხდა­რი ხან­ძრის შემთხვე­ვა­ში საწ­ვა­ვის სა­კითხი ვერ გა­დაწყვი­ტეს და დაგ­ვი­­ნება ამი­ტომ მოხდა. ვან­შიც ჩვენ მი­ვე­დით, მაგ­რამ სახლი დამ­წვა­რი იყო," - ამბობს ქუ­თა­­სის სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახურის უფ­რო­სი კახა მა­ჩი­ტი­ძე.

მა­ჩი­ტი­ძის თქმით, მა­თი თა­ნამ­შრომ­ლები შემთხვე­ვის ად­გი­ლას ოპე­რა­ტი­­ლად მი­დი­ან და მო­ქა­ლა­ქეებისა­გან დაგ­ვი­­ნების კუთხით პრე­ტენ­ზიები არ მი­­ღი­ათ.

ამ ეტაპ­ზე ქუ­თა­­სის სამ­სახურს ყოველ­დღი­­რად 10 მან­ქა­ნა ემ­სახურება (აქე­დან 6 ხუთ­ტო­ნი­­ნი, 2 შვიდ­ტო­ნი­­ნი და 1 ორ­ტო­ნი­­ნი მან­ქა­ნები), ხოლო ყოველ­დღი­­რად 35 ადა­მი­­ნი მუ­შაობს.

ქუ­თა­­სის სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნე­ლის კახა მა­ჩი­ტი­ძის თქმით, სა­მი მან­ქა­ნა სა­თა­და­რი­გო არის და ისი­ნი  იმ შემთხვე­ვა­ში გა­მოჰყავთ, რო­დე­საც სა­გან­გებო სი­ტუ­­ცია ცხად­დება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე