|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე ქუთაისელებთან შეხვედრაზე აგვიანებს

მას შემდეგ რაც, ქუთაისელებმა გუბაზ სანიკიძეს კაბინეტის კარი დაულუქეს, დეპუტატმა, მოქალაქეებთან შეხვედრები დაიწყო.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს ხუთშაბათობით ხვდება.

მიმდინარე კვირის ხუთშაბათს გამართულ შეხვედრას newpress.ge დაწყებიდან დასრულებამდე ადევნებდა თვალს.

მაჟორიტართან 12:00 საათზე დაგეგმილი შეხვედრა 13:00 საათზე  დაიწო. რადგან გუბაზ სანიკიძემ ბიუროში მისვლა ერთი საათით დააგვიანა.

დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გელა გაბადაძემ, მაჟორიტარის დაგვიანება სანიკიძეს ქალაქში არყოფნით ახნსა.

დღის მანძილზე, მაჟორიტარს  თავიანთი პრობლემები, ქუთაისში მცხოვრებმა  85 - მა მოქალაქემ გააცნო. მათ გუბაზ სანიკიძეს ძირითადად სამი: დასაქმების, ჯანმრთელობის და იპოთეკური სესხის პრობლემით მიმართეს.

მაჟორიტარ დეპუტატთან ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეების შეხვედრა 22:00 საათამდე გაგრძელდა.  

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა