|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთ უბანს მორგებული მერიის საბიუჯეტო პროგრამა

ქუ­თა­ის­ში,  გო­რას და­სახლებაში მცხოვ­რები ტუ­რაბელი­ძეების ოჯახი ხუთი წე­ლია  სახლის დამ­ცა­ვი ჯებირების მშე­ნებლობას ითხოვს. ოჯახის უფ­რო­სის გი­ორ­გი ტუ­რაბელი­ძის გან­მარ­ტებით, მა­თი მრა­ვალ­წლი­­ნი თხოვ­ნა ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას  ამ­დრომ­დე არ და­უკ­მაყოფი­ლებია.

 

„მე­რი­ას 2008 წლი­დან კედ­ლების გა­მაგ­რებას ვთხოვ. თუმ­ცა, შე­დე­გი რო­გორც ხედავთ არა­ფე­რი­ა. უკ­ვე მომბეზ­რდა კი­დეც ამ­დე­ნი ხვე­წნა. მა­ინ­ცდა­მა­ინც სახლი უნ­და ჩა­მო­­შა­ლოს რომ მოგ­ვაქ­ცი­ონ ყურად­ღება?!", - ამბობს წმ. და­ვით და კონ­სტან­ტი­ნეს ქუ­ჩა 112-ში მცხოვ­რები გი­ორ­გი ტუ­რაბელი­ძე.

ტუ­რაბელი­ძეების სახლის  დამ­ცა­ვი კე­დე­ლი, რო­მე­ლიც  მდ. რი­­ნის სა­ნა­პი­რო­ზე­ა, მთლი­­ნად ჩა­მოშ­ლი­ლი­ა. მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრთხის თა­ვი­დან აცი­ლების მიზ­ნით, ოჯახმა გზის პი­რი ერთჯერა­დად, თუ­ნუ­ქის ფი­ლებით გა­­მაგ­რა. თუმ­ცა, წლებმა ისიც ჩა­მო­შა­ლა.

„ქუ­ჩა ვიწ­როა და ორმხრი­ვი მოძ­რაობაა. ამი­ტო­მაც სა­ში­შია რა­­მე უბედუ­რი შემთხვე­ვა არ მოხდეს. გარ­და ამი­სა, საცხოვ­რებელ სახლსაც ჩა­მონ­გრე­ვის  სა­შიშ­როება ემუქ­რება", - ამბობს გი­ორ­გი ტუ­რაბელი­ძე.

„ქა­ლა­ქის ქუ­ჩებში დამ­ცა­ვი ჯებირების მოწყობა" - ასე­თია იმ პროგ­რა­მის სახელ­წო­დება, რო­მელ­საც ქუ­თა­­სის მე­რია ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან წლებია ახორ­ცი­ლებს. თუმ­ცა, ტუ­რაბელი­ძეების ოჯახს ამ პროგ­რა­მის შე­სახებ არა­ნა­­რი ინ­ფო­რა­მა­ცია არ აქვს.

„არც ვი­ცო­დით ამ პროგ­რა­მის შე­სახებ. მე­რი­ას მივ­მარ­თეთ იმი­სათ­ვის, რომ ჯებირების მოწყობის ფი­ნან­სები არ გვქონ­და და იქ­ნებ რა­მე­ში დაგვხმა­რებოდა. თუ­კი არ­სებობს პროგ­რა­მა უფ­რო მე­ტად უნ­და გა­­მახვი­ლებინათ ყურად­ღება ჩვენს მრა­ვალ­წლი­ან თხოვ­ნა­ზე", - ამბობს გი­ორ­გი ტუ­რაბელი­ძე.

ირ­კვე­ვა, რომ კედ­ლების დამ­ცა­ვი ჯებირების მოწყობის ღი­რებულება 5 000 ლა­რი­დან 20 000 ლა­რამ­დე მერყეობს. „ეს იმა­ზეა და­მოკი­დებული რა ზო­მის იქ­ნება  ჯებირი. ყვე­ლა­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ფა­სი 5 000 ლა­რია", - გან­მარ­ტა­ვენ მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურ­ში.

მე­რია აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მას ყოველ მე­­რე წელს ახორ­ცი­­ლებს. ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პრო­გრა­მის არა­საკ­მა­რი­სი ბიუჯეტ­ში მის ყოველ­წლი­­რად განხორ­ცი­­ლების შე­საძ­ლებლობას არ იძ­ლე­ვა.

ჯებირები ქა­ლაქ­ში ბოლოს 2012 წელს მო­ეწყო. გა­სულ წელს, 16 ქუ­ჩის მო­საწყობად, სულ 200 000 ლა­რი იქ­ნა გან­საზ­ღვრუ­ლი. თუ­მცა, 2012 წელს პრო­გრა­მის ფარ­გლებში  96 800 ლა­რის ათ­ვი­სება მოხდა. დარ­ჩე­ნი­ლი 103 200 ლა­რი­დან - 98 000 ლა­რი მიმ­დი­ნა­რე წელს დაიხარჯა, ხოლო სხვა თანხის ათ­ვი­სება კვლავ მიმ­დი­ნა­რეობს.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯებირების მოწყობის პროგ­რა­მა  ძი­რი­თა­დად ჭო­მის და­სახლებაში ხორ­ცი­ელ­დება. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­სახლება „უქიმერიონის" სა­მაჟორი­ტა­რო ოლქს ეკუთ­ვნის. უბნის მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის კახაბერ ნემ­სიწ­ვერი­ძის გა­ნმა­რტებით, ჭო­მას და­სახლება რე­ლი­­ფუ­რად უფ­რო პრობლე­მუ­რი­ა, ამი­ტო­მაც ხდება ჯებირების მოწყობა ამ და­სახლებაში. „მო­გეხსე­ნებათ რა რე­ლი­­ფუ­რი მდგო­მა­რეობა არის ჭო­მის და­სახლებაში. ამი­ტო­მაც ამ პროგ­რა­მის სა­ჭი­როება ამ უბან­ზე  და გო­რას და­სახლებაში ხდება. თუმ­ცა, იმის გა­მო, ჯებირების გა­კე­თება ძვი­რი­ა, ყვე­ლა მოთხოვ­ნა ვერ იქ­ნება დაკ­მაყოფი­ლებული", - ამბობს კახაბერ ნემ­სიწ­ვე­რი­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებში ჯებირების მოწყობა მო­სახლეობის განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე ხდება. თუმ­ცა, ირ­კვე­ვა, რომ პრი­ვი­ლე­გია იმ მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის „სა­მე­ზობლო­ში" მცხოვ­რებლებს ენი­ჭებათ.

„ჩვენს ეზო­ში ჩა­მონ­გრე­­ლი იყო კედ­ლები. ამის გა­კე­თებაში ჩვენს მე­ზობლად მცხოვ­რები კახა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე ძა­ლი­ან დაგ­ვეხმა­რა", - ამბობს ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩის მეხუთე შე­სახვე­ვის №16 -ში მცხოვ­რები ახალა­ძეების ოჯახი. ანა­ლო­გი­­რად, ჯებირების მოწყობაში ნემ­სიწ­ვე­რი­ძის წვლილს ხედა­ვენ ლე­სე­ლი­ძის მეხუთე შე­სახვე­ვის №44-ში მცხოვ­რები ჯანე­ლი­ძეების ოჯახიც.

აღ­სა­ნიშ­ნვა­­ა, რომ 2012 წლის მსგავ­სად, ჯებირების მოწყობის პროგ­რა­მა 2010 წელ­საც განხორ­ცი­ელ­და. პროგ­რა­მის ფარ­გლებში დამ­ცა­ვი ჯებირები 8 ქუ­ჩა­ში მო­ეწყო, რის­თვი­საც ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან 107 998 ლა­რ იქ­ნა ათ­ვი­სებული.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა