|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამწვარი შენობების გამოუძიებელი მიზეზები

ქუ­თა­ის­ში,  წლების წინ ხან­ძრის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რებული შე­ნობების  ბედი ამ დრომ­დე გა­ურ­კვევ­ელი­ა. ისე­ვე რო­გორც და­უდ­გე­ნე­ლი­ა, შე­ნობებში ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზები. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს კი (რომ­ლის ბალან­სზეც ირიცხება  ქუ­თა­ის­ში ხან­ძრით გა­ნად­გუ­რებული შე­ნობები) იბიექ­ტები აუქ­ცი­ონ­ზე  ამ­დრომ­დე არ გა­მო­­ტა­ნი­ა.


ქუ­თა­ის­ში, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე მდებარე „აბრე­შუმ­კომბინა­ტის" შე­ნობა და  „ლი­თო­ფო­ნის ქარხნის" კულ­ტუ­რის სახლი, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მდებარე „მას­წავ­ლებელ­თა სახლი" - ეს იმ შე­ნობების არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა, რომ­ლებიც „უ­ეც­რად" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად გა­ნად­გურ­დნენ.

"ლითოფონის ქარხნის" კულტურის სახლის შენობა 

"აბრეშუმკომბინატის" ყოფილი შენობა

2003 წელს ქუ­თა­ის­ში რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა №4-ში მდებარე მას­წავ­ლებელ­თა სახლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ერ­თი ადა­მი­­ნის სი­ცოცხლე ემსხვერ­პლა. იმ პე­რი­ოდ­ში, სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახურის მი­ერ, ხან­ძრის გა­ჩე­ნის სა­ვა­რა­­დო მი­ზე­ზად, ელექ­ტრო­გაყვა­ნი­ლობის გა­­მა­რთაობა  და­სახელ­და. ანა­ლო­გი­­რად, ელექ­ტრო­გაყვა­ნი­ლობას „დაბრალდა"  2010 წლის სექ­ტემბერ­ში, ქუ­თა­ის­ში, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა №186-ში მდებარე ყოფი­ლი „აბრე­შუმ­კომბინა­ტის" შე­ნობაში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რიც.

რაც შეეხება, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა №192-ში მდებარე ყოფი­ლი „ლი­თო­ფო­ნის ქარხნის" კულ­ტუ­რის სახლის შე­ნობას, ისიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ასე­ვე, „უ­ეც­რად" გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა გა­­ნად­გუ­რა. შე­ნობებში ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზების დად­გე­ნა­ზე ქუ­თა­­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლო მუ­შაობს.

„მარ­თა­ლი­ა, უკ­ვე წლებია გა­სუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც ხდება ხოლ­მე, პა­სუხი ამ დრომ­დე არ მოგ­ვი­ღი­ა", - ამბობს ქუ­თა­­სის მე­რი­ის სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახურის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ელ­გუჯა ბან­ძა­ლა­ძე.

 ***

წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე, ხან­ძრის შე­დე­გად  გა­ნად­გუ­რებული შე­ნობების მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­­ზე  მცხოვ­რებლებს,  წლების გან­მავ­ლობაში, მათ მე­ზობლად დამ­წვა­რი და მი­­ვებული ნა­გებობების არ­სებობა დის­კომ­ფორტს უქ­მნის. მო­სახლეობის თქმით, საცხოვ­რებელი კორ­პუ­სის წინ, დან­გრე­­ლი შე­ნობები სა­შიშ­როებასაც ქმნი­ან.

„ზაფხულის ცხელ ამინ­დებში, შე­საძ­ლოა, ქვე­წარ­მავ­ლებიც გაჩ­ნდნენ. დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს ვინ­მე პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნდეს და ნაგ­ვის ბუდედ გა­დაქ­ცე­­ლი ტე­რი­ტო­რია მო­­წეს­რი­გოს," - ამბობს წე­რეთ­ლის ქუ­ჩის  მცხოვ­რები სამ­სონ კა­კი­ტა­ძე.

წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სებულ „აბრე­შუმ კომბინა­ტის" ყოფი­ შე­ნობას,  2010 წელს, ხან­ძრის გა­ჩე­ნამ­დე რეაბილი­ტა­ცია ჩა­­ტარ­და. კერ­ძო სა­კუთ­რებაში არ­სებულ ობიექტს, რო­მე­ლიც 700 კვ. მი­წის ფარ­თობზეა გან­თავ­სებული, რამ­დე­ნი­მე მე­პატ­რო­ნე  ჰყავს. თუმ­ცა, საჯარო რე­ეს­ტრში ობიექ­ტი, ოფი­ცი­­ლუ­რად მხოლოდ ერ­თი პი­რის,  მურ­მან ფი­ლი­ას სახელ­ზეა რე­გის­ტრი­რებული.

„შე­ნობაში ხან­ძრის გა­ჩე­ნამ­დე  დღე-დღე­ზე უნ­და შე­მო­სუ­ლიყო კი­­ვის ერთ-ერ­თი კო­ლეჯი," - ამბობს ერთ-ერ­თი მე­პატ­რო­ნე აკა­კი წე­რე­თე­ლი. წე­რე­თე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ყოფი­ლი „აბრე­შუმ­კომბინა­ტის" დამ­წვა­რი შე­ნობით სამხატ­ვრო გა­ლე­რე­აა და­ინ­ტე­რე­სებული. ამ მი­ზე­ზის გა­მო, საწყის ეტაპ­ზე ნა­გებობის გა­დახურ­ვა და გაწ­მენ­და იგეგ­მება.

ყოფი­ლი „ლი­თო­ფო­ნის ქარხნის" კულ­ტუ­რის სახლის დამ­წვა­რი შე­ნობით  დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „ლაჰილი" და­ინ­ტე­რეს­და, რო­მე­ლიც ამა­ვე ქარხნის ტე­რი­ტო­რიის გარ­კვე­­ ნა­წილს ფლობს. „ლაჰილ­მა" აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნობის შესყიდ­ვის სურ­ვი­ლი 2011 წელს გა­მოთ­ქვა.

„სა­მი­ნის­ტროს დამ­წვა­რი შე­ნობების გასხვი­სებაზე  ოფი­ცი­­ლუ­რად  აუქ­ცი­­ნი არ გა­მო­უცხადებია, ამი­ტომ

ავტორი: თეკლა მორგოშია