|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სათამაშო ბიზნესს შესაძლოა ამ მთავრობაშიც ლობირებენ"

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რეკ­ლა­მი­რების აკ­რძალ­ვის კა­ნონ­პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მე­­რე მოს­მე­ნით ჩა­ვარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მო, ინი­ცი­­ტი­ვის მხარ­დამ­ჭე­რი    ჯგუ­ფი, იგი­ვე მოთხოვ­ნით, რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რებას გეგ­მავს.

"სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი არის წმინ­და სახის თაღ­ლი­თობა. ამ ბიზ­ნე­სის მო­გება ნიშ­ნავს, სა­ზო­გა­დოების წა­გებას. ამ ბიზ­ნე­სით ბიუჯეტ­ში შე­სუ­ლი თანხა არის ბიუჯეტის და ეკო­ნო­მი­კის შა­ვი ხვრე­ლი", - გან­მარ­ტავს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვის კა­ნონ­პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი. იგი ასე­ვე გახლავთ რე­ფე­რან­დუ­მის ჩა­ტა­რების ინი­ცი­­ტო­რი.

კა­ნონ­პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე წლის 1 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტში მე­­რე მოს­მე­ნა­ზე ჩა­ვარ­და.

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შების რეკ­ლა­მი­­რების აკ­რძალ­ვის კა­ნონ­პრო­ექტს  სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნო­ში 46-მა დე­პუ­ტატ­მა მხარი და­­ჭი­რა, წი­ნა­აღ­მდე­გი  44  დე­პუ­ტა­ტი აღ­მოჩ­ნდა.  

და­ვი­თაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ აზარ­ტული ბიზ­ნე­სის წარ­მოება მთავ­რობის ლობირების გა­რე­შე შე­უძ­ლებელი­ა. „მე ამის მტკი­ცებულება არ მაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა სათამაშო ბიზნესს ამ მთავრობაშიც ლობირებენ," - აღ­ნიშ­ნავს და­ვი­თაშ­ვი­ლი. 

კა­ნონ­პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ბრძო­ლის გაგ­რძელებას რე­ფე­რენ­დუ­მის გზით აპი­რებს.  ამჯერად, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის სა­ერ­თოდ აკ­რძალ­ვის მოთხოვ­ნით.

და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­მარ­ტებით, ის რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რებას ორ­გა­ნი­ზებას არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების­გან შექ­მნი­ლი სა­­ნი­ცი­­ტი­ვო ჯგუფ­თან ერ­თად  გა­­წევს. სა­­ნი­ცი­­ტი­ვო ჯგუფ­მა ცეს­კო-ს უნ­და მი­მარ­თოს. საბოლოო გა­დაწყვე­ტი­ლება, ჩა­ტარ­დება თუ არა რე­ფე­რენ­დუ­მი აღ­ნიშ­ნუ­ლი მოთხოვ­ნით ცეს­კო-ზე არის და­მო­კი­დებული. 

"სა­ერ­თო ჯამ­ში, რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­სა­ტა­რებლად სა­მი თვე გვაქვს. თუმ­ცა, სა­კითხავი­ა, რამ­დე­ნად მოგ­ვცემს ცეს­კო ამის სა­შუ­­ლებას," - ამბობს  და­ვი­თაშ­ვი­ლი. დე­პუ­ტატს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის აკ­რძალ­ვის განხორ­ცი­­ლებაში სა­ზო­გა­დოებას­თან ერ­თად, სა­პატ­რი­არ­ქოს მხარ­და­ჭე­რის იმე­დიც აქვს.

სა­თა­მა­ში ბიზ­ნე­სის აკ­რძალ­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეების და ასე­ვე, ამ ბიზ­ნე­სით და­კა­ვებული ადა­მი­­ნების გან­მარ­ტებით, აკ­რძალ­ვა ბიუჯეტს და­­ზა­რა­ლებს. კა­ზი­ნოების მე­პატ­რო­ნეები  აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შების რეკ­ლა­მი­რების ან უშუ­­ლოდ, თა­მა­შების აკ­რძალ­ვა, პრობლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს.

"ა­სე­თი ტი­პის თა­მა­შები არა­ლე­გა­ლუ­რი გახდება, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ  ეს თა­მა­შები ქუ­ჩა­ში გა­და­­ნაც­ვლებს. ამი­ტო­მაც, ჯობია სა­თა­მა­ში ბიზ­ნე­სი კა­ნო­ნით იყო და­რე­გუ­ლი­რებული", - გან­მარ­ტა­ვენ ქუ­თა­ის­ში მოქ­მედ ერთ-ერთ სლოტ­კლუბში. ისი­ნი იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სის აკ­რძალ­ვა ბიუჯეტს და­­ზა­რა­ლებს და ასე­ვე, ასობით ადა­მი­­ნი უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩება.

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­­სის რეკ­ლა­მი­რებისა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სის აკ­რძალ­ვის მომხრეები კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თუ­კი, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შები ქუ­ჩა­ში გა­და­­ნაც­ვლებს "მა­თი კონ­ტრო­ლი და დასჯა მოხდება. თაღ­ლი­თობის კა­ნო­ნი­­რი აკ­რძალ­ვა მის მას­შტაბებს შე­ამ­ცი­რებს. ამ შემთხვე­ვა­ში კი, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სით გაუბედუ­რებული ოჯახების რიცხვი შემ­ცირ­დება", - ამბობს და­ვი­თაშ­ვი­ლი.   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა