|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამტკიცდა, რომ Wi-Fi ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია

დანიაში სკოლის მოსწავლეებმა უცნაური ექსპერიმენტის ჩატარება მას მერე გადაწყვიტეს, რაც ერთ დღეს თავი ცუდად იგრძნეს და მიზეზად მათ ოთახში, საწოლთან ახლოს მდებარე ტელეფონები და Wi-Fi როუტერის ზემოქმედება მიიჩნიეს. 

Wi-Fi-
ს ზემოქმედება რომ შეემოწმებინათ, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ქოთნებში დაერგოთ მცენარეები, რომელთა ერთ ნაწილს დადგამდნენ ოთახში, სადაც არ იყო Wi-Fi-ს წვდომა და მეორე ნაწილს იქ, სადაც 2Wi-Fi როუტერი იჭერდა. 

2 კვირაში მოწაფეებმა შეამოწმეს მცენარეები: იმ მცენარეებმა, რომლებიც იმ ოთახში განათავსეს, სადაც Wi-Fi-ს წვდომა არ იყო, გაიხარეს, ხოლო დანარჩენები – მოკვდნენ.

"ბავშვების მიერ ჩატარებულმა ამ ცდამ და იმ საკითხმა, რამდენად მავნებელია ჯანმრთელობისთვის მობილური ტელეფონები და Wi-Fi მოწყობილობები, დიდი აჟიოტაჟი და ცხარე დისკუსია გამოიწვია", - ამბობს მოსწავლეების ბიოლოგიის მასწავლებელი კიმ ჰორსევადი. 

კაროლინის ინსტიტუტის თანამშრომლები მოცემული ექსპერიმენტის ლაბორატორიულ პირობებში განმეორებას აპირებენ.


წყარო: www.marao.ge

ავტორი: ნიუპრესი